სამგურალი ლიდერებს მიუახლოვდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
19 აპრილი, 19:00
სამგურალი
თელავი
წინა მატჩი
14 აპრილი, 21:00
დინამო ბთ2
სამგურალი0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი ლიდერებს მიუახლოვდა
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე–12 ტურის შეხვედრაში ,,სამგურალმა" ირაკლი რუხაძისა და ნიკა კალანდარიშვილის გოლებით 2:1 დაამარცხა ,,თელავი" და ქულებით ლიდერებს მიუახლოვდა.
    გასულ წელს ,,თელავი" სამგურალისთვის ერთ–ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე იყო – 3 ფრე და 1 მარცხი, ასეთი ბალანსი ჰქონდა ჩვენს გუნდს კახელებთან.
    მოგეხსენებათ, ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გასულ სეზონში სწორედ ,,თელავს" წვრთნიდა და ამ გუნდის დადებითი და სუსტი მხარეები კარგად იცოდა. წლეულს კახური კლუბის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისებულია, თუმცა გუნდში ბევრი წამყვანი ფეხბურთელიც დარჩა.
    სამგურალმა შეხვედრა დიდი აღმაფრენით დაიწყო. ცენტრფორვარდად გამწესებული ჯეფერსონ ჯერალდო ძალიან აქტიური იყო, სწორედ მისი გადაცემის შემდეგ დემურ ჩიხლაძეს პირველივე წუთზე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მეკარე ლუკა სანიკიძემ ითამაშა კარდაგ და ,,თელავი" აშკარა გოლისგან იხსნა.
    წყალტუბოელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. მე–4 წუთზე მარჯვენა ფლანგზე გუნდის კაპიტანმა თედო კიკაბიძემ ითამაშა კარგად და საჯარიმოსკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა, ჯეფინიომ ბურთი გაატარა, ირაკლი რუხაძემ კი საგოლედ დაარტყა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით იგი ,,სამგურალის" ბომბარდირია.
    მე–16 წუთზე ჯეფინიომ მაკრატელა დარტყმით ეფექტური ბურთი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
    მე–19 წუთზე ,,სტანდარტულის" შემდეგ ფირუზ მარაქველიძე კარში ძალიან სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ შოვნაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო და საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია.
    27– ე წუთზე მარჯვნიდან კვლავ კიკაბიძემ იაქტიურა და საჯარიმოსთან დემურ ჩიხლაძე მოძებნა, რომელმაც თავის მხრივ ნიკა კალანდარაშვილს მიაწოდა ბურთი, ნიკამ საჯარიმოს ხაზთან ცრუმოძრაობით მცველი ჩამოიცილა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა 2:0
    სამწუხაროდ, 40–ე წუთზე კალანდარიშვილმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
    ტაიმის ბოლოს თელაველებიც გააქტიურდნენ და ,,სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე ორჯერ ჩაერთო თამაშში, მან ჯერ ფირუზ მარაქველიძის დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ კი გოშთელიანს არ გაატანინა.
    მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულ სერგო კუხიანიძესა და ჯეფინიოს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, ბრაზილიელმა მიზანს მცირედით ააცილა, კუხიანიძის სუსტი დარტყმა კი მეკარემ აიღო.
    88–ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ქოჩლაძემ ანგარიში შეამცირა და ვითარება დაიძაბა, თუმცა დარჩენილ დროში, წყალტუბოელებმა სტუმრებს მეტი მომენტი აღარ შეაქმნევინეს, ,,სამგურალმა" 2:1 გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

    მატჩის ოქმი – https://erovnuliliga.ge/ge/game/6129-sam-tel

    საინტერესო ფაქტები –
    "სამგურალმა" "თელავი", უმაღლესი ლიგის ეგიდით, პირველად დაამარცხა.
    "სამგურალმა" მოიგო ზედიზედ მე-3 მატჩი.
    "სამგურალი" არ დამარცხებულა უკანასკნელ 6 მატჩში (3 მოგება, 3 ფრე).
    "თელავის" გოლამდე "სამგურალი" 458 წუთის განმავლობაში კარს "მშრალად" ინახავდა.скачать dle 11.3