უხერხული მეტოქე დამარცხებულია! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
2 აპრილი, 20:00
დინამო ბთ
სამგურალი
წინა მატჩი
19 მარტი, 15:30
სამგურალი0
ტორპედო0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
უხერხული მეტოქე დამარცხებულია!
  • ,,საბურთალო" ,,სამგურალისთვის" ერთ–ერთი ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასა და საქართველოს თასზე გუნდები აქამდე ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და უპირატესობა აშკარად დედაქალაქელების მხარეს იყო... თბილისელებმა 4 შეხვედრა მოიგეს და 2 ფრედ დასრულდა. განსაკუთრებით მტკივნეული ,,სამგურალისთვის" თასის ფინალში მარცხი იყო.
    ,,საბურთალომ" მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეშიც მოიგო 2:1. მოკლედ, გიორგი მიქაძის გუნდი რევანშისთვის იყო განწყობილი და დღევანდელ შეხვედრაში ბრწყინვალე გამარჯვებით მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებასთან ერთად ნავსიც გატეხა – უხერხული მეტოქე პირველად დაამარცხა!
    მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, ,,სამგურალს" ცენტრალური მცველი ომარ პატარკაციშვილი ვერ დაეხმარა ტრავმის გამო, ხოლო სტუმრებმა გიორგი გოჩოლეიშვილი მოისაკლისეს.
    თამაში წყალტუბოელებისთვის არცთუ სასიამოვნო ეპიზოდით დაიწყო, მე–5 წუთზე წყალტუბოელთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ირაკლი სიხარულიძემ დაასწრო, თავური დაარტყა, არეულობაში მსაჯმა მიხეილ ბაშელეიშვილის მხრიდან ხელით თამაში დააფიქსირა და "სამგურალის" კარში 11-მეტრიანი დანიშნა.
    პენალტი თავად სიხარულიძემ დაარტყა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა ,,სამგურალის" მეკარემ ლევან შოვნაძემ, რომელმაც გამოცდილ ფორვარდს კუთხე გამოუცნო და 11–მეტრიანი დარტყმა მოიგერია. დავასწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ შოვნაძე ,,საბურთალოსთან" მატჩში ერთ–ერთი საუკეთესო იყო და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის. პენალტთან უნდა გავიხსენოთ მეორე ტაიმის დებიუტში მის მიერ მოგერიებული ურთულესი ბურთი, აღნიშნულ მომენტში მისმა რეაქციამ ,,სამგურალი" აშკარა გოლს გადაარჩინა.
    პირველ ტაიმში სტუმრები თითქოსდა უფრო მეტად აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ სახიფათო მმომენტები მათ კართან უფრო იქმნებოდა. მე–13 წუთზე სერგო კუხიანიძემ ქუსლით კარგად დაუტოვა ბურთი ჯეფინიოს, მაგრამ ბრაზილიელის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. 21–ე წუთზე კვლავ ჯეფინიო დაემუქრა ,,საბურთალოს" კარს, საჯარიმოს გარედან დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს აცდა.
    24–ე წუთზე ვერულიძე ჯეფინიოსა და კუხიანიძის მისამართით გამჭოლ გადაცემას აკეთებდა, მაგრამ ბურთი მცველს შეეხო და ,,სამგურალის" შემტევებს მომენტის დაგვირგვინების საშუალება არ მიეცათ.
    ცოტა ხანში ირაკლი რუხაძემაც სცადა შორიდან გატანა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. 40–ე წუთზე კუთხურის შემდეგ ლევან ქურდაძე ურტყამდა თავით, მაგრამ არაზუსტად.
    მეორე ტაიმის სტარტზე ,,საბურთალოს" ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ლევან შოვნაძემ ნახტომში ბურთს თითები წაჰკრა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
    61–ე წუთზე კვლავ ჯეფერსონ ჯერალდოს მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მიზანი ვერა და ვერ გაისწორა.
    ერთ წუთში საბურთალოელთა ხორვატმა ლეგიონერმა ბენედიკ მიოჩიმ ითამაშა კარგად, ბურთი კარგად დაამუსავა და შორეულ კუთხესაც დაუმიზნა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
    გიორგი მიქაძემ ცვლილებებს მიმართა, მოედანზე გუნდის ერთ–ერთი ბომბარდირი დემურ ჩიხლაძე გამოვიდა, მოგვიანებით კი თამაშში გამოცდილი გრიგოლ დოლიძე, შალვა ბურჯანაძე, მამია გავაშელიშვილი და ნიკიტა სიმდიანკინი შევიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ,,სამგურალის" თავკაცმა ცვლილებები გამოიცნო, მინდორზე შესულთაგან დოლიძემ და ჩიხლაძემ გოლები გაიტანეს, ბურჯანაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა, მამია გავაშელიშვილმა კი მესამე გოლში მიიღო მონაწილეობა...
    ანგარიში 75–ე წუთზე გაიხსნა - ჯეფერსონმა ბურთი შესანიშნავად შეაყოლა საჯარიმოში შეჭრილ გრიგოლ დოლიძეს და გამოცდილმა "ვინგერმა" რთული სიტუაციიდან ზუსტი დარტყმით დააწინაურა მასპინძლები.

    მეორე გოლი ,,სამგურალმა" 86–ე წუთზე გაიტანა. შალვა ბურჯანაძემ დემურ ჩიხლაძეს კარგი გადაცემა გაუკეთა და ჩვენი გუნდის ათიანმაც მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა.

    მესამე გოლი ლევან ქურდაძის ანგარიშზეა, 90–ე წუთზე ახლო მანძილიდან მამია გავაშელიშვილს დარტყმა გოშაძემ მოიგერია , თუმცა დამატებაზე ქურდაძემ ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

    შემადგენლობები და მატჩის სტატისტიკა იხილეთ შემდეგ ლინკზე – https://erovnuliliga.ge/ge/game/6119-sam-sabскачать dle 11.3