დაბრუნება წყალტუბოში და ფრე დილასთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დაბრუნება წყალტუბოში და ფრე დილასთან
  • ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ,,სამგურალი" წყალტუბოში დაბრუნდა და ,,დილას" საკუთარ არენაზე უმასპინძლა.

    გუნდები შეხვედრას დანაკლისით შეხვდნენ. დისკვალიფიკაციის გამო ,,სამგურალს" ვერ დაეხმარა ცენტრალური მცველი და "დილას" ყოფილი კაპიტანი დავით მაისაშვილი. ასევე გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი და ბომბარდირი დემურ ჩიხლაძე. დანაკლისი ჰქონდათ სტუმრებსაც – დისკვალიფიკაციის გამო, "დილას" ვერ უხელმძღვანელა უკრაინელმა სპეციალისტმა ანდრეი დემჩენკომ, გორელებს ასევე დააკლდათ მეკარე დანილო კანევცევი და ბრაზილიელი შუახაზელი ალვარო ტავარეში.

    "სამგურალმა" თამაში აქტიურად დაიწყო. მე-4 წუთზე გორელთა კარის მიმართულებით სტანდარტული დაინიშნა, რომელიც ჯეფერსონ ჯერალდომ ძალზედ საიფათოდ შეასრულა, ბურთი კარისკენ წავიდა, თუმცა დემეტრე ბულისკერიამ ივაჟკაცა და ბურთი კუთხურზე გადააგდო...

    მალევე, ერთ შეტევაში იმერლებს გატანის ორი შანსი მიეცათ, მაგრამ ჯერ ჯეფერსონ ჯერალდოს არ გაატანინა ბულისკერიამ, მერე კი დამატებაზე ითამაშა ალექსანდრე ვერულიძემ, თუმცა ბურთი მცველს მოხვდა და კარს აცდა.

    ზოგადად, პირველ ტაიმში უფრო აქტიური "სამგურალი" იყო, თუმცა მასპინძლებს შეტევის ბოლო ფაზაში კრეატივი აკლდათ, რაც მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემაც აღნიშნა.

    ტაიმის ბოლოს გორელებსაც ჰქოდათ კარგი მომენტი- ფრანსისკო მადინგამ კარგად დაამუშავა ბურთი და დაარტყა კიდეც, თუმცა - უზუსტოდ.

    მეორე ტაიმიც წყალტუბოელთა შეტევით დაიწყო. სერგო კუხიანიძემ ვერ დაარტყა კარგად, თორემ გოლი გარდაუვალი ჩანდა.შემდეგ, გორელთა მალაველმა ლეგიონერმა ფრანსისკო მადინგამ ძელს გაარტყა ბურთი.

    52-ე წუთზე ისევ კუხიანიძემ გაამწვავა მდგომარეობა, ა შორეულ კუთხეში დაარტყა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.



    64-ე წუთზე ირაკლი რუხაძე აღმოჩნდა ხელსატრელ სიტუაციაში და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ბულისკერიამ კარგად შეარჩია პოზიცია და ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

    საბოლოოდ, თამაში უგოლოდ დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. პირველ წრეში სამგურალმა 11 ქულა დააგროვა და მე–5 ადგილზეა. შემადგენლობები და მატჩის სტატისტიკა–
    https://erovnuliliga.ge/ge/game/6108-sam-dilскачать dle 11.3