ქულით თელავიდან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
2 აპრილი, 20:00
დინამო ბთ
სამგურალი
წინა მატჩი
19 მარტი, 15:30
სამგურალი0
ტორპედო0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ქულით თელავიდან
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გადადებული მე–3 ტურის მატჩში ,,სამგურალი" სტუმრად ,,თელავს" დაუზავდა 0:0
    მატჩი ბევრი რამით იყო საინტერესო, შეხვედრას ინტრიგას სატურნირო მდგომარეობასთან ერთად ისიც სზენდა, რომ
    "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე, მწვრთნელის ასისტენტები სერგი ორბელაძე და ლევან ყურაფარძე, ასევე მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძე ცოტა ხნის წინ სწორედ "თელავში" მუშაობდნენ. გარდა ამისა, ,,სამგურალში" კახური კლუბის ყოფილი ფეხბურთელები მიხეილ ბაშელეიშვილი და ირაკლი რუხაძე ირიცხებიან, ბაშელეიშვილი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოედანზე იყო, რუხაძე კი მცირე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და ,,თელავთან" მატჩი გამოტოვა.

    თელავში ყოველთვის რთულია თამაში, თუმცა ამჯერად მატჩს დაღი კოკისპირულმა წვიმამაც დაატყო.
    შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი წყალტუბოელებმა შექმნეს - გიორგი თევზაძის გადაცემის შემდეგ თელაველთა კარს მიხეილ ბაშელეიშვილი დაემუქრა, თუმცა ლუკა სანიკიძემ დამაჯერებლად ითამაშა.

    ამას ჯეფერსონ ჯერალდოს შორეული დარტყმა მოჰყვა, თუმცა საკმაოდ არაზუსტი.

    მალევე "თელავმა" გაამწვავა ვითარება მეტოქის საჯარიმოში - სტრაჰინია პავიშიჩმა მაღალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი კარისკენ, მაგრამ ლევან შოვნაძემ ითამაშა საიმედოდ.

    25-ე წუთზე მასპინძლებმა ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს - გიორგი ქანთარიამ კარგად შეასრულა "სტანდარტული", ანტონ თოლორდავას თავურის შემდეგ კი ბურთი წყალტუბოელთა კარის ძელს მოხვდა.

    პირველი ტაიმის მიწურულს თელაველებმა კიდევ ერთი მომენტი შექმნეს - ქანთარიას ჩაწოდების სემდეგ მუჯირმა ვარდნაში ,რთული სიტუაციიდან დაარტყა, მაგრამ შოვნაძემ კვლავ შესანიშნავად ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.

    შესვენებაზე გიორგი მიქაძემ ერთბაშად სამი ცვლილება განახორციელა.
    "სამგურალმა" მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო. კიკაბიძემ შორეული დარტყმით სცადა გატანა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. 55 წუთზე ჯეფინიომ ჯარიმიდან მეკარის მოედანზე ჩააწოდა ბურთი, სადაც ლევან ქურდაძემ დასწრებაზე ითამაშა და ახლო მანძილიდან დაარტყა, სამწუხაროდ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს და ,,თელავი" აშკარა გოლს გადაურჩა.

    90-ე წუთზე "სამგურალს" გოლი გატანა და მოგება შეეძლო - ნიკა კალანდარიშვილმა ჯარიმიდან კარში ძლიერად დაარტყა, მაგრამ ლუკა სანიკიძემ ითამაშა მშვენივრად და ნახტომში მოიგერია ბურთი.
    საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა.

    თელავი 0:0 სამგურალი
    06.04. თელავი ,,კავკასიონი არენა"
    სამგურალი: შოვნაძე, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, თევზაძე (64.კალანდარიშვილი), ბაშელეიშვილი, გილმორი (46. ქურდაძე), ჩიხლაძე (46.ბურჯანაძე), გავაშელიშვილი(46. კუხიანიძე), სიმდიანკინი (76. დოლიძე), ჯეფინიო
    სათადარიგოები: ქვილითაია, ახვლედიანი, დევდარიანი, ვერულიძე
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

    скачать dle 11.3