ფრე სიონთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
2 აპრილი, 20:00
დინამო ბთ
სამგურალი
წინა მატჩი
19 მარტი, 15:30
სამგურალი0
ტორპედო0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ფრე სიონთან
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე–3 ტურის შეხვედრაში ,,სამგურალი" მასპინძლის სტატუსით ზესტაფონში ბოლნისის ,,სიონს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
    წყალტუბოელები მატჩამდე საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ჯერ იყო და თელავში ტყუილად მოუწიათ გამგზავრება – აღნიშნული მატჩი უამინდობის გამო გადაიდო. შემდეგ ,,სიონთან" მატჩისთვის თბილისში ემზადებოდნენ, რადგანაც მატჩი ბოლნისში უნდა გამართულიყო, თუმცა აქაც უამინდობის გამო მოხდა ცვლილება და თამაში ზესტაფონში გადმოიტანეს. გუნდსაც ფორს–მაჟორულ ვითარებაში მოუწია თბილისიდან გამომგზავრება.
    ,,სამგურალის" წინააღმდეგ ,,სიონი" ჩვენი გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა უჩა სოსიასვილმა გამოიყვანა, რომელსაც ბოლნისურ გუნდში დებიუტი ჰქონდა.
    მიუხედავად იმისა, რომ ,,სამგურალმა" ბოლნისელებთან უჩვეულოდ სუსტად ითამაშა, რომ არა დასანანი შეცდომა, გიორგი მიქაძის გაწვრთნილ გუნდს სამ ქულის მოპოვება მაინც შეეძლო. წყალტუბოელები 17–ე წუთზე ირაკლი რუხაძის გატანილი გოლით დაწინაურდნენ. ,,სამგურალს" ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, ჯეფინიოს კარგი გადაცემის შემდეგ მამია გავაშელიშვილი ურტყამდა კარში, მაგრამ ბურთი მეკარე ლევან ისიანმა მოიგერია. ტაიმის მიწურულს ბონსისელებმა სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, რომელიც ლევან შოვნაძემ მოიგერია, ,,სამგურალის" მეკარემ ჯერ კიდევ მატჩის დებიუტშივე შეძლო ერთი რთული ბურთის აღება და საკუთარუ გუნდიდან ერთ–ერთი საუკეთესო იქნებოდა, რომ არა 54–ე წუთზე დაშვებული დასანანი შეცდომა, მან კარის წინ ხორხელის მოტყუება განიზრახა, რაც გაშვებულ გოლად დაუჯდა. დარჩენილ დროში სამგურალი მთელი ძალებით უტევდა, ,,სიონი" კი ძირითადად დროის გაყვანით იყო დაკავებული. წყალტუბოელებმა ორი კარგი მომენტიც შექმნეს, სახიფათოდ ურტყამდნენ ისუფ ტურე და ალექსანდრე ვერულიძე, მაგრამ ორივე ეპიზოდში ბურთი კარს ასცდა. ანგარიშიც აღარ შეცვლილა და ,,სამგურალმა" დასანანი ქულები დაკარგა.

    სამგურალი–სიონი 1:1
    14.03.2022. ზესტაფონი – ,,დავით აბაშიძე"
    გოლები: 1:0 რუხაძე (17), 1:1 ლ.ხორხელი (54)
    "სამგურალი" (4-3-3) - შოვნაძე, კალანდარიშვილი (55.თევზაძე) , მაისაშვილი, პატარკაციშვილი, კიკაბიძე (62.დოლიძე), ბაშელეიშვილი, ვერულიძე, რუხაძე, გავაშელიშვილი (55. ჩიხლაძე) (46.ქურდაძე), ჯერალდო (72.ტურე)

    სათადარიგოები: ქვილითაია, ახვლედიანი, დევდარიანი, ბურჯანაძე
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

    გაფრთხილება: ხორხელი (51), კალანდარიშვილი (53), კიკაბიძე (57), პატარკაციშვილი (88)

    არბიტრი: ჯ.ხორავაскачать dle 11.3