სამგურალის ქამბექი და სეზონის პირველი გამარჯვება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალის ქამბექი და სეზონის პირველი გამარჯვება
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩში თბილისის ,,ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე დაწინაურდა.
    სანამ უშუალოდ მატჩის პერიპეტიებს მიმოვიხილავთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

    წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე მოედნის საფარი იცვლება და ,,სამგურალი" მაისამდე ზესტაფონში ითამაშებენ. ,,ლოკომოტივთან" შეხვედრაც დავით აბაშიძის სახელობის არენაზე გაიმართა.

    ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო გიორგი მიქაძემ.

    მიმდინარე სეზონში ,,სამგურალის" რიგებიდან პირველი დუბლის ავტორი ირაკლი რუხაძე გახდა.

    დემურ ჩიხლაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და რუხაძესთან ერთად გუნდის ბომბარდირია.

    ,,ლოკომოტივთან" მატჩში დებიუტი ჰქონდა ნიკიტა სიმდიანკინს, ,,ზენიტის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი თამაშში 82–ე წუთზე ჩაერთო.

    რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა წყალტუბოელების უპირატესობით დაიწყო, გიორგი მიქაძის შეგირდები ბურთს აკონტროლებდნენ და შეტევების გამწვავებას ცდილობდნენ. ,,ლოკომოტივი" კი მეორე ნომრად თამაშობდა და სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდა მეტოქსითვის პასუხის გაცემას. პირველი "სამგურალმა" შექმნა. იუსუფ ტურეს მიერ დარტყმულ ბურთი გამოცდილმა რევაზ თევდორაძემ ნახტომში მოიგერია.

    20-ე წუთზე "ლოკომოტივი" გოლს გადაურჩა - ჯეფინიოს მიერ შესრულებული "სტანდარტულის" შემდეგ შეტევაში ჩართულმა მცველმა ომარ პატარკაციშვილმა მცველებს დაასწრო და თავით კარსი დაარტყა, თუმცა მეკარე რევაზ თევდორაძემ შესანიშნავად ითამაშა და თავისიანები ამ ეპიზოდშიც გადაარჩინა.
    ერთ-ერთი კონტრშეტევისას მცველებს გაექცათ შოთა შეყილაძე და ერთი შეხებით კარში დაარტყა, თუმცა ლევან შოვნაძეს კარგი პოზიცია ეჭირა და ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

    ანგარიში 38-ე წუთზე ,,ლოკომოტივმა" გახსნა - ბექა დარცმელიამ კარგი გადაცემა გაუკეთა შეყილაძეს, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 0:1.

    ტაიმის მიწურულს ანგარიში კინაღამ გათანაბრდა. პარტნიორის მიერ თავით დარტყმულ ბურთს ირაკლი რუხაძე დახვდა და ისევ თავურით სცადა გატანა, თუმცა კარს ოდნავ ააცილა.

    პირველი ტაიმი სტუმრებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. "სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ შესვენებისას ორმაგი ცვლილება განახორციელა, მინდორზე ალექსანდრე ვერულიძე და ნიკა კალანდარიშვილი გამოჩნდნენ. შეიცვალა სათამაშო სქემა და ,,სამგურალმა" შეტევები კიდევ უფრო გაამწვავა.

    73–ე წუთზე არბიტრმა, ნიკა კალანდარიშვილის წაქცევისთვის, "ლოკომოტივის" კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ირაკლი რუხაძემ პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა –1:1

    წყალტუბიოელებმა გოლის შემდეგ მოსაგებად გაიწიეს და მალე წინ გავიდნენ. 78–ე წუთზე კალანდარიშვილმა მარცხენა ფლანგზე ჩაჭრა სტუმრების შეტევა და ბურთი მეტოქის საჯარიმოსკენ წაიღო, ,,ლოკომოტივის" დაცვაში არეულობა შეიქმნა, ბურთი დემურ ჩიხლაძესთან აღმოჩნდა, მისი პირველი დარტმა მცველმა უკუაგდო, თუმცა კვლავ ,,სამგურალის" ათიანის მიმართულებით, ჩიხლაძის მეორე დარტყმა კი გოლით დასრულდა 2:1

    86–ე წუთზე ირაკლი რუხაძემ ტექნიკის დემონსტრირება შემოგვთავაზა, მარცხენა ფლაგიდან წამოიღო ბურთი, გზად ხუთი მეტოქე ჩამოიცილა, მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1

    სამგურალი–ლოკომოტივი 3:1
    05.03.2022. ზესტაფონი – ,,დავით აბაშიძე"
    გოლები: 0:1 შეყილაძე (38), 1:1 რუხაძე (73.პენ), 2:1 ჩიხლაძე (78), 3:1 რუხაძე (86)

    "სამგურალი" (3-4-3) - შოვნაძე, ქურდაძე (კალანდარიშვილი 46), მაისაშვილი, პატარკაციშვილი, კიკაბიზე, ბაშალეიშვილი, ტურე (ვერულიძე 46), რუხაძე, გავაშელიშვილი (დოლიძე 56), ჩიხლაძე (სიმდიაკინი 82), ჯერალდო (ბურჯანაძე 82).

    სათადარიგოები: ქვილითაია, ახვლედიანი, დევდარიანი, თევზაძე

    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

    "ლოკოტივი" (4-3-3) - თევდორაძე, ქველაძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, ჯაფარიძე (მუკბანიანი 85), დარცმელია, ძებნიაური, სამურკასოვი (ზოსიაშვილი 64), ომარაშვილი, იაკობიძე (აწყურელი 64), შეყილაძე (ჭიაბრიშვილი 72).

    გაფრთხილება: ძებნიაური (22), კალანდარიშვილი (63), შეყილაძე (63)
    არბიტრი: გ. ავაზაშვილიскачать dle 11.3