,,სამგურალი" ჩემპიონატს ,,საბურთალოსთან" მატჩით იწყებს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
2 აპრილი, 20:00
დინამო ბთ
სამგურალი
წინა მატჩი
19 მარტი, 15:30
სამგურალი0
ტორპედო0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალი" ჩემპიონატს ,,საბურთალოსთან" მატჩით იწყებს
  • წყალტუბოს ,,სამგურალი" ახალ საფეხბურთო სეზონს დღეს ,,საბურთალოსთან" გასვლითი მატჩით გახსნის. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის I ტურის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.

    მოგეხსენებათ, ,,სამგურალი" და ,,საბურთალო" გასულ წელს ერთმანეთს თასის ფინალში შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრა დედაქალაქელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

    ,,საბურთალოს" უპირატესობა აქვს ჩემპიონატში გამართულ ურთიერთშეხვედრებშიც ( 4: +2 =2 -0, 5-2 ). თუმცა, წყალტუბოელები ახალი სამწვრთნელო შტაბითა და გადახალისებული შემადგენლობით შეეცდებიან ნავსის გატეხვასა და მათთვის უხერხული მეტოქის დამარცხებას.

    ,,სამგურალი" ჩემპიონატისთვის 8 იანვრიდან ემზადებოდა. 3–17 თებერვალს შეკრება გაიარა ანტალიაში. მზადების ეტაპზე გამართა 7 ამხანაგური შეხვედრა საიდანაც 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და ორ შეხვედრაში დამარცხდა (,,შუქურა" 2:1, ,,გაგრა" 2:0, ,,მიერკურია" რუმინეთი 2:1, ,,ფაკელი" 0:4, ,,რიპენსია" რუმინეთი 1:0, ,,მეტალისტი 1925" ხარკოვი უკრაინა 0:1, ,,კოლოსი" უკრაინა 0:0).

    ,,სამგურალის" მაისურს ახალ სეზონში 7 ახალწვეული მოირგებს. ესენი არიან: მეკარე ლევან შოვნაძე, ცენტრალური მცველი დავით მაისაშვილი, საყრდენი ნახევარმცველები: მიხეილ ბაშელეიშვილი და ანდრია დევდარიანი, შემტევები: ჯეფერსონ ჯერალდო, ირაკლი რუხაძე და მამია გავაშელიშვილი. დიდი ალბათობით, ჩვენს გუნდში ითამაშებს ,,ზენიტის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკიტა სიმდიანკინი.

    ცვლილებებით შეხვდა ახალ სეზონს ჩვენი მეტოქეც. გასული ჩემპიონატის შემდეგ ,,საბურთალოდან" წავიდნენ: დმიტრი მადრიჩენკო, ოგაგა ოდუკო, ვიქტორ მუდრაკი, აკაკი შულაია, გიორგი ერისთავი, რომან ჩაჩუა, თორნიკე ძებნიაური, გიორგი კვერნაძე და ლაშა კოხრეიძე.

    სანაცვლოდ დედაქალაქელებმა საკმაოდ კარგი შევსებაც მიიღეს. გუნდში მივიდნენ: ნოდარ იაშვილი, ნოდარ ქავთარაძე, დავით უბილავა, ბაქარ ქარდავა, ირაკლი სიხარულიძე, ალექსანდრე გურეშეძე, გია ჩადუნელი, ლაშა შინდაგორიძე. ბოლოს კი ,,საბურთალომ" ხორვატი ნახევარმცველი მიოკ ბენედიკი დაიმატა.

    ,,საბურთალომ" წყევანდელი საფეხბურთო სეზონი ბათუმის ,,დინამოსთან" სუპერთასის მატჩით დაიწყო. აღნიშნული შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი გამარჯვება და სუპერთასი ზღვისპირლებს დარჩათ (7:6).

    მოკლედ, დღეს მიხეილ მესხის სახელობის არენაზე საინტერესო დაპირისპირება იქნება. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს სადებიუტო შეხვედრაში და მიმდინარე სეზონში.




    скачать dle 11.3