ფრე უკრაინულ ,,კოლოსთან" » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
2 აპრილი, 20:00
დინამო ბთ
სამგურალი
წინა მატჩი
19 მარტი, 15:30
სამგურალი0
ტორპედო0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ფრე უკრაინულ ,,კოლოსთან"
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" თურქულ შეკრებაზე დღეს ბოლო ამხანაგური მატჩი უკრაინული ,,კოლოსის" წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
    მატჩი საინტერესო და ამხანაგური სტატუსის მიუხედავად საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მომენტები ორივე კართან შეიქმნა. პირველ ტაიმში უკეთ ,,სამგურალი" გამოიყურებოდა, გოლის გატანა შეეძლოთ ირაკლი რუხაძეს, ალექსანდრე ვერულიძეს და ილია ახვლედიანს. მეორე ტაიმიც სამგურალის შეტევით დაიწყო, ვერულიძეს კიდევ მიეცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეტოქესაც ჰქონდა მომენტები, განსაკუთრებით მატჩის მეორე ნახევარში... ორ ეპიზოდში ,,სამგურალი" გაშვებული გოლისგან ლევან შოვნაძემ იხსნა. ბოლოს, კვლავ ჩვენმა გუნდმა შეუტია, მაგრამ დამაგვირგვინებელი დარტყმა ვერ განხორციელდა და მეტოქეები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ 0:0

    კოლოსი 0-0 სამგურალი
    სამგურალი: შოვნაძე, შ.ბურჯანაძე, მაისაშვილი, პატარკაციშვილი, კიკაბიძე, ტურე, ჯეფინიო, კალანდარიშვილი, ახვლედიანი, ვერულიძე, რუხაძე
    მეორე ტაიმში შევიდნენ: თევზაძე, დოლიძე, დევდარიანი, ქურდაძე, სიმდიანკინი, გავაშელიშვილი
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძეскачать dle 11.3