სამგურალს გიორგი მიქაძე გაწვრთნის » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალს გიორგი მიქაძე გაწვრთნის
  • წყალტუბოს ,,სამგურალს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მომავალი სეზონიდან ჩვენს გუნდს ახალგაზრდა, მაგრამ, გამოცდილი სპეციალისტი – გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბშიც. მიხეილ აშვეთია, ვინც ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, იგივე პოზიციაზე რჩება და ამჯერად, გიორგი მიქაძის პირველი ასისტენტი იქნება. ახალ მთავარ მწვრთნელს, გუნდის გაწვრთნაში, აშვეთიასთან ერთად სერგი ორბელაძე და ლევან ყუფარაძე დაეხმარებიან, მეკარეებს ლევან აბაშიძე გაწვრთნის. სამივე მათგანი ბოლოს გიორგი მიქაძესთან ერთად ,,თელავში" მუშაობდა. ახალ სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს ფიზმომზადების მწვრთნელი ოთარ საბანაძე, რომელიც ,,სამგურალში" წინა ორ სეზონშიც საქმიანობდა.

    გიორგი მიქაძე სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივსა” და “ზესტაფონში” თამაშობდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და წარმატებით მუშაობდა – „ზესტაფონში“, მარტვილის „მერანში“, საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში და „სამტრედიაში“. გასულ სეზონში მიქაძემ გასავარდნ ზონაში მყოფი ,,თელავი" ჩაიბარა და კახური გუნდს პლეი–აუტი ააცილა თავიდან. ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მიქაძე გასული ჩემპიონატის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
    წარმატებებს ვუსურვებთ ,,სამგურალის" ახალ მთავარ მწვრთნელს და სამწვრთნელო შტაბს მომავალ საფეხბურთო სეზონში!скачать dle 11.3