ზედიზედ მეორედ თასის ფინალში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
5 აგვისტო, 15:00
გაგრა
სამგურალი
წინა მატჩი
6 ივნისი, 17:00
შუქურა2
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ზედიზედ მეორედ თასის ფინალში
  • ,,სამგურალმა" საქართველოს თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა შუქურა და თასის ფინალში ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მესამედ გავიდა. ფინალური შეხვედრა 8 დეკემბერს 17:00 საათზე ქუთაისში გაიმართება და სამგურალის მეტოქე ,,საბურთალო" იქნება.
    რაც შეეხება ნახევარფინალურ დაპირისპირებას, ,,ჩელე არენაზე" ნამდვილი საფეხბურთო დრამა შედგა. წვიმისგან დატბორილ და დამძიმებულ მოედანზე გუნდებმა უშეღავათო ბრძოლა გამართეს, განსაკუთრებით საინტერესო და დრამატული მეორე ტაიმი გამოდგა. ასეთ მოედანზე მატჩის ბედს ერთი გოლი წყვეტს ხოლმე, დღეს კი გუნდებმა 5 გოლი გაიტანეს.
    სანამ წყლისგან გაჟღენთილ გაზონს ალღოს აუღებდნენ, გუნდები საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ, ფეხბურთელებს სველ მინდორზე ფეხი უცურდებოდათ, ბურთიც არ გორავდა ან ტბორი აჩერებდა. ასეთ მოედანზე კომბინაციურ ფეხბურთს ვერავინ იტამაშებდა, ამიტომაც გუნდებმა თავიდანვე ორთაბრძოლებზე და მაღალ ბურთებზე გააკეთეს აქცენტი. მატჩის პირველ ნახევარში საგოლე მომენტი ფაქტობრივად არც შექმნილა. ,,სამგურალიდან" ლექვთაძე, კუხიანიძე და ფონიავა ცდილობდნენ მეტოქის დამწუხრებას, მაგრამ უშედეგოდ. მასპინძელთა რიგებიდან ჯერ მუსელიანი ურტყამდა სახიფათოდ, ტაიმის დასასრულს კი ჯეფინიომ მოახერხა შორიდან კარში დარტყმა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაია ბურთს იოლად დაეუფლა.
    მეორე ტაიმში გუნდები უფრო გააქტიურდნენ, განსაკუთრებით ეს ,,სამგურალზე" ითქმის. წყალტუბოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 68–ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. პაპუნა ფონიავამ ჯარიმა კარგად შეასრულა, ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლევან ქურდაძემ დაასწრო მცველებს და ვარდნაში თავით დაარტყა ბურთი, მეკარე ლუკა შეროზიამ რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე ალექსანდრე ვერულიძე ითამაშა კარგად და ანგარიში გახსნა –0:1 ვერულიძეს ცოტა ხანში დუბლის გაკეთებაც შეეძლო, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ის და პატარკაციშვილი კარში ბურთის ,,შეტენვას" ცდილობდნენ, მაგრამ ამ ეპიზოდში მასპინძლების მეკარემ ითამაშა კარგად.
    77–ე წუთზე ქობულეთელებმა წონასწორობა აღადგინეს, შეცვლაზე შესულმა ბექა ვერლიძემ კარში დაარტყა, სველი ბურთი ქვილითაიამ ხელებში ვერ შეიმაგრა, მსაჯმა მიიჩნია, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და ანგარიში გათანაბრდა 1:1
    84–ე წუთზე მასპინძლები წინ გავიდნენ, მუსელიას ძლიერი დარტყმის შემდეგ ქვილითაიამ ბურთი ნახტომში მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გიორგი გაფრინდაშვილი აღმოჩნდა და ,,შუქურა" წინ გაიყვანა 2:1
    ,,სამგურალი" მარცხს არ შეეგუა. სოსო ფრუიძემ იმთავითვე ცვლილებებს მიმართა. თამაშში გიორგი ბუხაიძე, დემურ ჩიხლაძე და ფრიგოლ დოლიძე ჩაერთვნენ. ცოტა ხნით ადრე კი მოედანზე ილია ახვლედიანი და რაფიქ ამინუც გამოჩნდნენ.
    ცვლილებებმა შედეგი გამოიღეს, თამაშში ჩართვისთანავე ჩიხლაძემ მარცხნიდან ბუხაიძის მიმართულებით კარგად ჩააწოდა საჯარიმოში, ,,შუქურას" გამოცდილი მცველი ნიკა ჭანტურია ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ თავური დარტყმა გამოუვიდა და მისი ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა.
    ალბათ, სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა და ტელეეკრანებთან მოკალათებული მაყურებელიც დამატებითი ტაიმების მოლოდინში იყვნენ, თუმცა 89–ე წუთზე წყალტუბოელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. ამ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლა გამოცდილმა გრიგოლ დოლიძემ, რომელმაც ვარდნაში გააკეთა გადაცემა ფონიავას მიმამართულებით, წყალტუბოელთა ,,ცხრიანსაც" ბევრი არ უფიქრია შორი მანძილიდან გაისროლა და ულამაზესი გოლით ,,სამგურალს" ფინალის საგზური მოაპოვებინა.
    წყალტუბოელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ფეხბურთელებმა გუნდის ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს გამარჯვება, რომლებიც ძლიერი წვიმის მიუხედავად ბოლომდე ტრიბუნებზე იყვნენ და მხურვალედ ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს.

    შუქურა 2:3 სამგურალი
    საქართველოს დ.ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალი
    24.11. ქობულეთი – ,,ჩელე არენა"
    გოლები: 0:1 ალექსანდრე ვერულიძე (68), 1:1 ბექა ვერულიძე (77), 2:1 გიორგი გაფრინდაშვილი (84), 2:2 ნიკა ჭანტურია (87.ს.კ), 2:3 პაპუნა ფონიავა (89)
    სამგურალი: ქვილითაია, კიკაბიძე (87.დოლიძე), პატარკაციშვილი, ქურდაძე, კალანდარიშვილი, ბურჯანაძე (87.ჩიხლაძე), ვერულიძე, ფონიავა, კირკირაძე (87.ბუხაიძე) ლექვთაძე (78.ახვლედიანი), კუხიანიძე (78.ამინუ)
    სათადარიგოები: მეშველიანი
    მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
    გაფრთხილება: ვარშანიძე (47), კირკიტაძე (81), კომახიძე (85), ვერულიძე (89), ფონიავა (90)
    არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი
    скачать dle 11.3