სამგურალი საქართველოს თასის ნახევარფინალშია! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
5 აგვისტო, 15:00
გაგრა
სამგურალი
წინა მატჩი
6 ივნისი, 17:00
შუქურა2
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი საქართველოს თასის ნახევარფინალშია!
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" დამატებით დროში 2:1 დაამარცხა გორის ,,გორი" და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გავიდა.
    წყალტუბოელები მე-19 წუთზე გიორგი ბუხაიძემ დააწინაურა. სოსო ფრუიძის გაწვრთნილი გუნდი ამის შემდეგაც ფლობდა უპირატესობას, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს დაშვებულმა შეცდომამ გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მატჩის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა პაპუნა ფონიავას ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მისცა და ,,სამგურალი" მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.
    გორელებმა ამით ისარგებლეს და 68-ე წუთზე ბარამიძემ ანგარიში გაათანაბრა.
    მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში იყო, სამგურალს ძირითად დროში მოგებაც შეეძლო, მაგრამ მატჩის მიწურულს რაფიკ ამინუმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა - მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ მოიგერია.
    დამატებით დროში კიკაჩეიშვილმა მეორე ყვითელი აჩვენა გორელ ბექა მუმლაძეს და მასპინძლებიც 10 ფეხბურთელით დარჩნენ.
    ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად სამგურალის მხარეს გადავიდა და პირველი დამატებითი ტაიმის მე-11 წუთზე ილია ახვლედიანმა კვალვ დაგვაწინაურა.
    ბოლო წუთებში ,,გორი" ცდილობდა მატჩის პენალტების სერიაში ,,გადაყვანას", მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სამგურალმა" 2:1 გაიმარჯვა და თასის ნახევარფინალშია!
    გორი – სამგურალი 1:2 (ძირითადი დრო 1:1)
    გოლები: 0:1 ბუხაიძე (19), 1:1 ბარამიძე (68), 1:2 ახვლედიანი (101)

    ქვილითაია, პატარკაციშვილი, გილმორი (90+3.ბანძელაძე) , ფონიავა, ჩიხლაძე (61.ახვლედიანი), კალანდარიშვილი (78.ბურჯანაძე), ქურდაძე, ლექვთაძე, დოლიძე (78.კირკიტაძე), კიკაბიძე, ბუხაიძე (61.ბუხაიძე)
    სათადარიგოები: მეშველიანი, ბანძელაძე, კირკიტაძე, ახვლედიანი, ამინუ, ბურჯანაძე
    მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძეскачать dle 11.3