სამგურალი დინამოსთან დაუმარცხებელია » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი დინამოსთან დაუმარცხებელია
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს კიდევ ერთი დიდი ბრძოლა გაუმართა და დაძაბულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.
    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ,,სამგურალმა" ,,დინამოსთან" გამართულ ოთხ შეხვედრაში 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, რაც ეროვნულ ლიგაში წლეულს დაწინაურებული გუნდისგან საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზად უნდა ჩაითვალოს.
    ,,სამგურალმა" წინა შეხვედრების მსგავსად დღევანდელ მატჩშიც შეძლო დაწინაურება. პირველივე წუთზე ირაკლი ლექვთაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარე ანდრეს პრიეტოს წესების დარღვევით რომ არ შეეჩერებინა გოლსაც გაიტანდა. მატჩის არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა პრიეტო ყვითელი ბარათით, სტუმრები კი პენალტით დასაჯა. თერტმეტმეტრიანი დარტყმა ,,სამგურალის" ბომბარდირმა სერგო კუხიანიძემ უნაკლოდ შეასრულა და ჩემპიონატში თავისის მე–10 გოლი გაიტანა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ კუხიანიძემ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა თბილისის ,,დინამოსთან" შეხვედრებში მიითვალა.
    გაშვებული გოლის შემდეგ კახა ცხადაძის შეგირდები გააქტიურდნენ. განსაკუთრებით სახიფათოდ ისინი ,,სტანდარტულებს" ასრულებდნენ. მე–7 წუთზე დავით სხირტლაძე ახლო მანძილიდან ურტყამდა კარში და ,,სამგურალი" გოლისგან მაქსიმე ქვილითაიამ იხსნა, სხირტლაძე მალევე თავით ცდილობდა გატანას, მაგრამ კვლავ ქვილითაიამ იყოჩაღა. თუმცა, დინამოელებმა მაინც მოახერხეს სწრაფად გათანაბრება, მე–12 წუთზე ლევან ხარაბაძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ სხირტლაძემ თავით ყველას დაასწრო და ბურთი ,,სამგურალის" კარში გადაგზავნა 1:1
    22–ე წ წუთზე სოსო ფრუიძის შეგირდებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ წინ გასვლა, ფონიავას მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ ნიკა კალანდარიშვილი ურტყამდა თავით, თუმცა სტუმრები გოლისგან მეკარე პრიეტომ იხსნა. ცოტა ხანში ესპანელმა სერგო კუხიანიძის ურთულესი დარტყმაც მოიგერია. მოკლედ, ,,სამგურალმა" ორი კარგი შანსი ვერ გამოიყენა. 25–ე წუთზე ხარაბაძე ურტყამდა სახიფათოდ და ამჯერად ქვილითაია იყო მოწოდების სიმაღლეზე. მატჩი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა და 29–ე წუთზე წინ სტუმრები გავიდნენ. ,,სტანდარტულიდან" ხარაბაძემ საჯარიმოში კარგად ,,ჩაატრიალა" ბურთი, სადაც ოსეი ბარნსმა ივარგა და თავური დარტყმით ბურთი ,,სამგურალის" კარში გადაგზავნა – 1:2
    33–ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილს სულ ცოტა დააკლდა რომ ჩემპიონატის მშვენება გოლი გაეტანა, მან ფონიავას მიერ შესრულებული ,,სტანდარტულის" შემდეგ ,,მაკრატელა" დაარტყმით ,,დინამოს" კარის ხარიხა შეაზანზარა, ,,დინამო" აშკარა გოლს გადაურჩა. წყალტუბოელები პირველ ტაიმშივე ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში უცვლელი დარჩა.
    მეორე ტამის დასაწყისში ქვილითაიამ სპორტსკლედეს საკმაოდ რთული ბურთი აუღო. დინამოელთა მომენტს ფონიავამ სახიფათო შორეული დარტყმით უპასუხა, პრიეტომ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, თუმცა დინამოელებმა მდგომარეობის განმუხტვა შეძლეს. კარგი მომენტი ჰქონდა მარუჩიჩს, თუმცა კვლავ კარგად ითამაშა ქვილითაიამ.
    ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ცვლილებებს მიმართა, მოედანზე გრიგოლ დოლიძე და დავით კირკიტაძე გამოჩნდნენ, რომლებმაც მალევე საგოლე კომბინაციაში მიიღეს მონაწილეობა, დოლიძის ჩაწოდების შემდეგ კირკიტაძემ თავით დინამოს მცველებს აჯობა და მარცხნივ კალანდარიშვილისკენ დააგდო ბურთი, ნიკა კალანდარაშვილმა კი უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 2:2 აღსანიშნავია, რომ ეს ეროვნულ ლიგაში მისი პირველი გოლი იყო. დარჩენილ დროში უფრო მონდომებითა და სახიფათოდ ,,სამგურალი" უტევდა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.

    სამგურალი 2:2 დინამო თბილისი
    03.10. წყალტუბო – ,,26 მაისი"
    ეროვნული ლიგა 28–ე ტური
    გოლები: 1:0 კუხიანიძე (2.პენ), 1:1 სხირტლაძე (12), 1:2 ოსეი ბარნსი (29), 2:2 კალანდარიშვილი (73. კირკიტაძის პასით)
    სამგურალი: ქვილითაია, კიკაბიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი, ახვლედიანი (65.კირკიტაძე), გილმორი, ფონიავა, ვერულიძე (71.დოლიძე), ლექვთაძე (90+1.ბურჯანაძე), კუხიანიძე (90+1.ამინუ)
    სათადარიგოები: მეშველიანი, ბანძელაძე, ჩიხლაძე, თევზაძე, ხელიძე
    მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

    დინამო: პრიეტო, ქარდავა (63.რადინი), სხირტლაძე (89.ქოქოსაძე), ხარაბაძე, პაპავა, ბარნსი (74. კუცია), ბენიო, სპორკსლედე (63.მორჩილაძე), მექვაბიშვილი, მარუშიჩი, ხვადაგიანი
    სათადარიგოები: მიგინეიშვილი, კალანდაძე, კობოური, მოისწრაფიშვილი, ქავთარაძე
    მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე
    გაფრთხილეა: პრიეტო (1), რადინი (66), კიკაბიძე (90)
    არბიტრი: დავით ხარიტონაშვილიскачать dle 11.3