წყალტუბოს ,,სამგურალი" ეროვნული ლიგის 24–ე ტურში საკუთარ მოედანზე ეროვნული ლიგის აუტსაიდერ ,,სამტრედიას" დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
წყალტუბოელებს ზედიზედ 4 მატჩი არ ჰქონდათ მოგებული და მეტოქეს საწყისი წუთებიდანვე დიდი მონდომებით შეუტიეს. სერგო კუხიანიძეს ფაქტობრივად დებიუტშივე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ,,სამტრედია" ბექა ქურდაძის კარგმა თამაშმა იხსნა. თუმცა, მასპინძლებმა სწრაფი გოლი მაინც გაიტანეს - სერგო კუხიანიძის დარტყმის შემდეგ ქურდაძემ ბურთი კარის წინ მოიგერია, დამატებაზე ალექსანდრე ვერულიძემ ითამაშა კარგად და ბურთი სამტრედიელთა კარში გადაგზავნა 1:0
აქვე ვთქვათ, რომ ვერულიძემ ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მან გოლს ორი საგოლე გადაცემაც მიამატა და სხვა ეპიზოდებშიც გამორჩეული იყო.
25-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა. ვერულიძემ ფლანგიდან შეუტია და საჯარიმო მოედანში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც კუხიანიძემ ბურთი კარგად გაატარა და კარის წინ დარჩენილმა პაპუნა ფონიავამ სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა 2:0
27–ე წუთზე ,,სამტრედიას" კარგი მომენტი ჰქონდა – არაბიძის გადაცემის შემდეგ გიორგი ახალაძემ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ "სამგურალი" ძელმა გადაარჩინა.
34–ე წუთზე ფონიავა ძალიან სახიფათოდ ურტყამდა სამტრედიელთა კარის მიმართულებით, მაგრამ სიზუსტე ოდნავ დააკლდა.
ორიოდ წუთში "სამგურალმა" მესამე გოლი გაიტანა - ვერულიძემ ქუსლით დიდებული საგოლე გადაცემა გაუკეთა კუხიანიძეს და წყალტუბოელთა საუკეთესო ბომბარდირმა საგოლე დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.
მეორე ტაიმიც "სამგურალის" აქტიურობითა და შეტევებით დაიწყო. გატანა შეეძლო პაპუნა ფონიავას, მაგრამ ცოტა დააკლდა - თავით ვერ შესწვდა ბურთს. საპასუხოდ, გიორგი ლომთაძე ურტყამდა ,,სამგურალის" კარში, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ ბურთი მოიგერია.
ცოტა ხანში ქვილითაიამ არაბიძის ძალიან რთული დარტყმაც უკუაგდო. 63–ე წუთზე ვერულიძეს შეეძლო დუბლის გაფორმება, მისი თავური დარტყმის შემდეგ სამტრედიელები გოლისგან ხარიხამ იხსნა.
71-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი სერგო კუხიანიძემ გოლად აქცია და დუბლი გაიფორმა – 4:0
"სამტრედიამ" თამაშის დასრულებამდე ერთი-ორჯერ შეძლო მეტოქის კართან სიტუაციის დაძაბვა. მომენტები ჰქონდათ მათე კვირკვიას და ლუკა შენგელიას, პიველი ეპიზოდისას ქვილითაიამ ითამაშა კარგად, შენგელიას დარტყმის შემდეგ კი ბურთი ძელს მოხვდა.
საბოლოოდ, ,,სამგურალმა" საკმაოდ იოლად დაამარცხა მეტოქე და წყალტუბოელები ,,ლოკომოტივთან" მეტად მნიშვნელოვან მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან.
სამგურალი 4:0 სამტრედია
16.09. წყალტუბოს სტადიონი ,,26 მაისი"
ეროვნული ლიგა 24–ე ტური
გოლები: 1:0 ვერულიძე, 2:0 ფონიავა (25. ვერულიძის პასით), 3:0 კუხიანიძე (37. ვერულიძის პასით), 4:0 კუხიანიძე (71.პენ)
სამგურალი: ქვილითაია, კიკაბიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი (76.ბურჯანაძე), ახვლედიანი, გილმორი, ჩიხლაძე (64.ტურე), ფონიავა, ვერულიძე (70.დოლიძე), თევზაძე (64.ლექვთაძე), კუხიანიძე (76.ამინუ)
სათადარიგოები: მეშველიანი, ბანძელაძე, კირკიტაძე, ბუხაიძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სამტრედია: ქურდაძე, ცეცხლაძე (57.პავიშიჩი), ასათიანი, კვირკვია, კობახიძე (57. პრელჩეცი), არაბიძე, ახალაძე (67.შენგელია), ლომთაძე (76.რობაქიძე), ენდელაძე, გიორგაძე, გადრანი (67.კამლაძე)
სათადარიგოები: ლომიძე, გოგიაშვილი, მესიაჩენკო, ილურიძე
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: გიორგაძე (40), ახალაძე (59)
არბიტრი: ჯენერი ხორავა
скачать dle 11.3