ფრე შუქურასთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ფრე შუქურასთან
  • ერთთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგა განახლდა. წყალტუბოს ,,სამგურალმა“ 23–ე ტურის მატჩი სტუმრად ქობულეთის ,,შუქურასთან“ გამართა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
    "სამგურალმა" მატჩი აქტიურად დაიწყო. პირველივე წუთზე პაპუნა ფონიავა დაემუქრა ზღვისპირლების კარს, მაგრამ გაბრიელ თებიძეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. საპასუხო შეტევისას ჯეფინიო ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად. საკმაო მანძილით ასცდა ბურთი ქვილითაიას კარს ლევან ინგოროყვას დარტყმის შემდეგაც. ქობულეთელებმა მე-15 წუთზე კიდევ ერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს, ზურაბ მუსელიანმა ბურთი კარის წინ ჩააწოდა, რასაც ,,სამგურალის“ დაცვაში არეულობა მოჰყვა, "შუქურას" თავდამსხმელმა ინგოროყვამ ბურთს მიმართულება ვერრ შეუცვალა, საბოლოოდ, კი მცველებმა მოახერხეს მდგომარეობის განმუხტვა.
    37-ე წუთზე ჯეფერსონმა "კედელი" გაუთამაშა მიშიკო სარდალიშვილს, დასარტყმულ პოზიციაზეც გავიდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.
    პირველ ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე შანსი "სამგურალს" ჰქონდა - პაპუნა ფონიავას გადაცემის შემდეგ კარის წინ მცველებს ომარ პატარკაციშვილმა დაასწრო და ახლოდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიზანს.
    ,,სამგურალმა“ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, შესვენების შემდეგ პირველი სახიფათო მომენტი პაპუნა ფონიავამ შექმნა - წყალტუბოელთა ნახევარმცველმა გილმორის გადაცემის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა გააგრძელა, მოედნის ცენტრიდან კარისკენ დაიძრა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ "შუქურას" მეკარე გაბრიელ თებიძემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
    შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა, ქობულეთელებმა ერთი კარგი შეტევა განახორცოელეს, მაგრამ სარდალიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთს თედო კიკაბიძე გადაეღობა და საკუთარი გუნდი ხიფათს ააცილა.
    63–ე წუთზე კუხიანიძემ დაარტყა შორიდან, მაგრამ თებიძე ბურთს იოლად დაეუფლა.
    77–ე წუთზე ალექსანდრე ვერულიძეს ჰქონდა ,,სამგურალის“ დაწინაურების შესაძლებლობა, დემურ ჩიხლაძის მიერ შესრულებული ,,სტანდარტულის“ შემდეგ იგი თავით ურტყამდა კარში, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.
    დარჩენილ დროში გუნდებს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

    შუქურა 0:0 სამგურალი
    12.09. 2021. ეროვნული ლიგა. 23–ე ტური
    ფოთი – სტადიონი ,,ფაზისი“

    სამგურალი: ქვილითაია, კიკაბიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი, გილმორი, ტურე, ფონიავა (76.ჩიხლაძე), ვერულიძე (90+3. თევზაძე), კირკიტაძე (59. ახვლედიანი), კუხიანიძე (76.ბუხაიძე)
    სათადარიგოები: მეშველიანი, ბანძელაძე, ბურჯანაძე, დოლიძე, ლექვთაძე,
    მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

    შუქურა: თებიძე, ჭანტურია, მუსელიანი (80.კაბრალი), ხმალაძე, ინგოროყვა (71. ბ.ვერულიძე), კომახიძე, სარდალიშვილი (88.კვარაცხელია), გაფრინდაშვილი, კაკაშვილი, სპიჩკა, ჯერალდო
    სათადარიგოები:შეროზია, ძალამიძე, აფხაზავა, ჯინჭარაძე, ექვთიმიშვილი
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

    გაფრთხილება: მუსელიანი (28), ჯერალდო (83), ქურდაძე (85), კალანდარიშვილი (90+5)
    არბიტრი: კოტე გიორგაძეскачать dle 11.3