სამგურალმა აზერბაიჯანული პრემიერლიგის გუნდი დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა აზერბაიჯანული პრემიერლიგის გუნდი დაამარცხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალი" ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადებას საჩხერეში აგრძელებს და პარალელურად საკონტროლო შეხვედრებსაც მართავს. წყალტუბოელები 23 ივლისს თბილისის ზღვაზე შეკრებაზე მყოფ აზერბაიჯანულ ,,საბაჰს" ესტუმრნენ და აზერბაჯანული პრემიერლიგის მეხუთე ადგილოსანი დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი 54–ე წუთზე გიორგი თევზაძემ გაიტანა, რომელსაც მოედნნის საკუთარი ნახევრიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა დემურ ჩიხლაძემ.

    ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა, თუმცა გუნდებს 2–2 შანსი მაინც მიეცათ, პაპუნა ფონიავასა და ალექსანდრე ვერულიძის დარტყმები მეკარემ მოიგერია, აზერბაიჯანელებმა კი ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად ვერ დაარტყეს.
    მეორე ტაიმში მწვრთნელებმა არაერთ ცვლილებას მიმართეს. ,,საბაჰმა" შეხვედრა ზალზედ აქტიურად განაახლა და ზედიზედ სამჯერ დაემუქრა ,,სამგურალის" კარს, თუმცა შესანიშნავად ითამაშა კახაბერ მეშველიანმა, რომელმაც სამივე ეპიზოდში საოცარი რეაქცია გამოავლინა და ურთულესი ბურთები მოიგერია. სანაცვლოდ, კარგად გამოიყენეს საკუთარი შანსი სოსო ფრუიძის შეგირდებმა. 54–ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ მოედნის ცენტრტან ახლოს, საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი და მარცხენა ფლანგისკენ გახსნილ თევზაძეს დიაგონალური გადაცემა გაუკეთა, გიორგიმ ზუსტად დაარტყა და გატანილი გოლი შესაბამისი სესტით ფეხმძიმე მეუღლეს მიუძღვნა.
    გაშვებული გოლის შემდეგ აზერბაიჯანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდათ, ერთხელ ძელს გაარტყეს ბურთი, ერთ ეპიზოდში კი ისევ კახაბერ მეშველიანის შესანიშნავმა თამაშმა გვიხსნა გოლისგან, ,,სამგურალი" კონტრშეტევებზე თამაშობდა, წყალტუბოელებმა რამდენჯერმე კარგი კონტრიერიში განახორციელეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

    მომდევნო ამხანაგურ მატჩს ,,სამგურალი" 28 ივლისს ბოლნისის ,,სიონთან" გამართავს.


    სამგურალი 1:0 საბაჰი
    23.07.2021. თბილისის ზღვის ბაზა. ამხანაგური მატჩი
    გოლი: გიორგი თევზაძე (54. დემურ ჩიხლაძის პასით)
    მაქსიმე ქვილითაია, თედო კიკაბიძე, ომარ პატარკაციშვილი, შალვა ბურჯანაძე, ნიკა კალანდარიშვილი, ლუქმან გილმორი, დემურ ჩიხლაძე, პაპუნა ფონიავა, გრიგოლ დოლიძე, გიორგი თევზაძე, ალექსანდრე ვერულიძე
    მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კახაბერ მეშველიანი, ილია ახვლედიანი, სერგი კუხიანიძე, ლევან ქურდაძე, უშანგი ბანძელაძე, დათო კირკიტაძე, ისუფ ტურე, ატაგანა აკპოდე, დავიდ ჩინედუ, ნიკოლოზ ხელიძე
    მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
    скачать dle 11.3