,,სამგურალმა" ლიდერთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალმა" ლიდერთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა
  • სამგურალმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, სერგო კუხიანიძეს საჯარიმოს სიახლოვეს სივრცე მიეცა, მანაც სისწრაფე აკრიბა და მეკარესთან პირისპირაც აღმოჩნდებოდა, გაგი მარგველაშვილს უხეშობის ზღვარზე რომ არ შეეჩერებინა. საწყისი აქტიურობის შემდეგ, უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა, ბათუმლებმა რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტყეს კარში, მაგრამ მაქსიმე ქვილითაია ბრწყინვალედ თამაშობდა. წყალტუბოელები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ, კუხიანიძე, კირკიტაძე და დოლიძე სისწრაფის ხარჯზე დიდ პრობლემებს უქმნიდნენ სტუმართა მცველებს. გოლის გატანის შანსიც გვქონდა, მაგრამ პაპუნა ფონიავას სახიფათო დარტყმას სიზუსტე დააკლდა.
    მეორე ტაიმში ,,სამგურალმა" გაცილებით უკეთ ითამაშა და ქულა კი არა, ცოტაც რომ გამართლებოდა 3 ქულასაც გამოკრავდა ხელს. კვლავ აქტიური იყო სერგო კუხიანიძე, ერთ ეპიზოდში ის კარგად დატრიალდა მცველებში და ბათუმელთა მთელი უკანა ხაზი სტატისტის როლში დატოვა, თუმცა დარტყმა აღარ გამოუვიდა. შემდეგ თავით სახიფათოდ ურტყამდა ლევან ქურდაძე, თუმცა ბურთი კარს ასცდა. კარგად ჩაერთვნენ თამაშში დემურ ჩიხლაძე, ირაკლი ლექვთაძე და ალექსანდრე ვერულიძე. ბათუმი მთელი ძალებით შეტევას ცდილობდა, თუმცა წყალტუბოელები მწვავე კონტრშეტევებზე გაცილებით მეტ მომენტს ქმნიდნენ, მაგალითად კუხიანიძის დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს და ბათუმი აშკარა გოლს გადაურჩა, შემდეგ ჩიხლაძე მეკარის ბაქანთან გახსნილ კუხიანიძეს შესანიშნავ გადაცემას უკეთებდა, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა. აქტიური იყო ლექვთაძეც, მისი გადაცემის შემდეგ ვერულიძე კარისკენ თავით ურტყამდა, თუმცა რომ შეემჩნია და ბურთი გაეტარებინა მარცხნივ კუხიანიძე იყო ჩასაფრებული და ალბათ, გატანის მეტი შანსი ექნებოდა. 1–2 მომენტი ბათუმსაც ჰქონდა, ერთხელ ძელსაც გაარტყეს ბურთი, თუმცა საბოლოოდ, შეხვედრა გოლების გარეშე დასრულდა. ,,სამგურალი" 23 ქულით სატურნირო ცხრილში კვლავ მე–6 პოზიციაზეა.

    სამგურალი 0:0 დინამო ბთ.
    ეროვნული ლიგა, მე–17 ტური
    14.06. წყალტუბო – ,,26 მაისი"

    სამგურალი (4-3-2-1): ქვილითაია, პატარკაციშვილი, გილმორი, ქურდაძე, ბურჯანაძე, ფონიავა (ჩიხლაძე 75), კირკიტაძე (ლექვთაძე 75), დოლიძე (ვერულიძე 57), კიკაბიძე (კ), კუხიანიძე, კალანდარიშვილი
    მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
    დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ნავალოვსკი (კ), მარგველაშვილი,
    გაგოშიძე, ტეიდი, ჯიღაური (გაფრინდაშვილი 64), მანჯგალაძე (შინდაგორიძე 55), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ფანცულაია 84), გროზურეკი (ზარია 55), სანოგო (ნიქაბაძე 46)
    მწვრთნელი: გია გეგუჩაძეскачать dle 11.3