სამგურალმა შუქურა დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა შუქურა დაამარცხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ნავსი გატეხა და მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე ქობულეთის ,,შუქურა“ დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის დებიუტშივე სერგო კუხიანიძემ გაიტანა. მე-8 წუთზე წყალტუბოელებმა სტუმრების შეცდომით ისარგებლეს, ლექვთაძის გადაცემის შემდეგ კუხიანიძემ სემობრუნებით დაბალი ტრაექტორიით დაარტყა და ბურთი თებიძის კარში მოათავსა.

    პირველი ტაიმის ბოლომდე ,,სამგურალი“ უკეთ გამოიყურებოდა. მეორე სახიფათო მომენტიც მასპინძლებმა შექმნეს, დემურ ჩიხლაძემ სახიფათოდ გაისროლა თებიძის კარისკენ. მე-20 წუთზე პაპუნა ფონიავას შეეძლო გატანა, მაგრამ მის დარტყმას გიორგი რეხვიაშვილი გადაეღობა და ,,შუქურა“ აშკარა გოლისაგან იხსნა.

    32-ე წუთზე კუხიანიძეს შეეძლო დუბლის გაფორმება, ,,სამგურალის“ ფორვარდი თებიძესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მეკარემ სივრცე შეუზღუდა და საგოლედ ვერ დაარტყა.

    ტაიმის ბოლოს „შუქურაც“ გააქტიურდა. გელა გოგიტიძის დარტყმის შემდეგ წყალტუბოელები გოლისგან მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ იხსნა.

    ,,სამგურალის“ მეკარემ მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ აჯობა გოგიტიძეს, როცა მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა შესანიშნავ ნახტომში მოიგერია.

    87-ე წუთზე კარგი მომენტი შეექმნა ლევან ინგოროყვას, მაგრამ მის დარტყმულს ქვილითაია ადგილზე დახვდა.

    82- წეუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო „შუქურას“ დაცვის ლიდერი, გიორგი რეხვიაშვილი გააძევეს.

    თამაშის ბოლოს, „სამგურალს“ რამდენჯერმე კიდევ შეეძლო გატანა, მიზანტან ახლოს იყო შეაცვლაზე შესული გიორგი ბუხაიძე, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სამგურალმა“ სოსო ფრუიძის თავკაცობით 6 მატჩში მეოთხე შეხვედრა მოიგო და სახიფათო ზონას 6 ქულით დაშორდა.სამგურალი 1:0 შუქურა

    16.05. ეროვნული ლიგა. მე-14 ტური

    წყალტუბო, სტადიონი - ,,26 მაისი“

    გოლი: 1:0 სერგო კუხიანიძე (8. ირაკლი ლექვთაძის პასით)

    სამგურალი: ქვილითაია, ბანძელაძე (82. კიკაბიძე), პატარკაციშვილი, კუხიანიძე (82.ბუხაიძე), ფონიავა, გილმორი, კალანდარიშვილი, ქურდაძე, ლექვთაძე (59. ახვლედიანი), დოლიძე (70. კირკიტაძე), ჩიხლაძე (59. ბურჯანაძე)

    სათადარიგოები: მეშველიანი, ასათიანი, თევზაძე, კიკაბიძე, მჭედლიშვილი,

    მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

    გაფრთხილება: კაკაშვილი (7), გილმორი (61), ბანძელაძე (66), რეხვიაშვილი (81)

    გაძევება: რეხვიაშვილი (81)
    არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილიскачать dle 11.3