გორიდან სამი ქულით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გორიდან სამი ქულით
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის მე–13 ტურში სტუმრად გათამაშების ერთ–ერთი ლიდერი გორის ,,დილა" 2:1 დაამარცხა. წყალტუბოელებმა ანგარიში მე–4 წუთზე გახსნეს, ირაკლი ლექვთაძის გადაცემის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა დათო კირკიტაძემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა 0:1
    გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებმა მთელი ძალებით შეუტიეს, თუმცა ,,სამგურალმა" პირველ ტაიმში კარი მშრალად შეინარჩუნა. შესანიშნავად თამაშობდნენ დაცვის ცენტრალურ ზონაში ლევან ქურდაძე და ომარ პატარკაციშვილი, რომლებსაც საყრდენი ზონიდან ლუქმან გილმორი და შალვა ბურჯანაძე ეხმარებოდნენ. გორელები ძირითადად ფლანგებიდან უტევდნენ, დიდი დაწოლა იყო ორივე ფლანგზე, თუმცა, ბექა ბანძელაძისა და ნიკა კალანდარიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ტრადიციულად საიმედო იყო მეკარე მაქსიმე ქვილითაია, რომელმაც პირველ წუთზევე რთული ბურთი მოიგერია და შემდეგ რამდენჯერმე კარგი სეივი შემოგვთავაზა.
    გადამწყვეტი მეორე ტაიმში მწვრთნელის მიერ განხორციელებული ცვლილებები გამოდგა. გამოცდილმა სოსო ფრუიძემ 63–ე წუთზე თამაშში გიორგი ბუხაიძე და ილია ახვლედიანი ჩართო, ზუსტად ოთხ წუთში ბუხაიძემ რომარიკ ეტოუს თავბრუ დაახვია და ახვლედიანს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ილიამ ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა და ლამაზი გოლით ,,სამგურალის" უპირატესობა ორამდე გაზარდა – 0:2 სვათა შორის, ეს ახვლედიანის სადებიუტო გოლი იყო ეროვნულ ლიგაში.
    გორელებმა მთელი ძალებით შეუტიეს ქვილითაიას კარს და ერთი ბურთი გაქვითეს, 73–ე წუთზე გოლი რომარიკ ეტოუმ გაიტანა – 1:2
    მატჩი ბოლო წუთებამდე დაძაბული იყო, საბოლოოდ, ,,სამგურალმა" გაიმარჯვა და აქტივში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

    დილა–სამგურალი 1:2
    11.05. გორი ,,თენგიზ ბურჯანაძე"

    გოლები: 0:1 კირკიტაძე (4), 0:2 ახვლედიანი (67), 1:2 ეტოუ (73)


    დილა (4-2-1-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (კ), სანტოსი (კოუგბენია 73), სილვა, ეტოუ, ნონდი, გაგნიძე, მადინგა, ღუდუშაური (ნემსაძე 68), კამარა

    მწვრთნელი: ანდერე დემჩენკო

    სამგურალი (4-2-3-1): ქვილითაია, ბანძელაძე (მჭედლიშვილი 81), პატარკაციშვილი, გილმორი (კიკაბიძე 81), ქურდაძე, ბურჯანაძე, ფონიავა (კ), კირკიტაძე (დოლიძე 75), ლექვთაძე (ახვლედიანი 63), კუხიანიძე (ბუხაიძე 63), კალანდარიშვილი

    მწვრთნელი: სოსო ფრუიძეскачать dle 11.3