გამოუყენებელი მომენტები და ფრე თელავთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გამოუყენებელი მომენტები და ფრე თელავთან
  • სტადიონის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე წარიმართა. ,,სამგურალის" ერთგული გულშემატკივრები სტადიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს, თუმცა ის მუხტი რაც წინა შეხვედრებში ტრიბუნებიდან მოდიოდა, დღეს გუნდს აშკარად დააკლდა.
    შეხვედრა ,,სამგურალის" უპირატესობით დაიწყო, მე–3 წუთზე სერგო კუხიანიძის დარტყმის შემდეგ სტუმრები გოლისგან ძელმა იხსნა, შემდეგ პაპუნა ფონიავა უტევდა სახიფათოდ, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა. ,,სამგურალის" აქტიურობამ შედეგი მალე გამოიღო, მე–11 წუთზე მასპინძლების სწრაფი კონტრშეტევა ირაკლი ლექვთაძემ გოლით დააგვირგვინა, რომელსაც საგოლე გადაცემა გრიგოლ დოლიძემ გაუკეთა.
    გაშვებული გოლის შემდეგ თელაველებიც გააქტიურდნენ და რამდენჯერმე საჯარიმოს გარედან დაარტყეს კარის მიმართულებით, პირველი რეალური საგოლე მომენტი კი 35 წუთზე შექმნეს, ფირუზ მარაქველიძის გადაცემის შემდეგ რევაზ ინჯგია კარგი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
    41–ე წუთზე ირაკლი ლექვთაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, მან მარაქველიძეს აართვა ბურთი და დასარტყმელად კარგი პოზიციაც ჰქონდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.
    თელაველებმა მეორე ტაიმი გაცილებით აქტიურად დაიწყეს და 55–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თორნიკე ძოწენიძემ თავით შეუცვალა მიმართულება, რევაზ ინჯგია კარის წინ უყურადღებოდ აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა 1:1
    გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალმა" შეუტია, სახიფათოდ ურტყამდა ლექვთაძე, თუმცა ჩოჩიშვილს არ გასჭირვებია ბურთი მოგერიება. საპასუხოდ, სახიფათო იყო შოთა შეყილაძის დარტყმა, თუმცა მას ბოლო მომენტში ბურთი აუხტა და კარს ააცილა.
    სოსო ფრუიძემ ცვლილებებს მიმართა და თამაში ორ ფორვარდზე გადააწყო. აქტიურად შევიდა შეცვლაზე ლუქმან გილმორიც, რომელის დარტყმის შემდეგ სტუმრები გოლისგან ჩოჩიშვილმა ძელის დახმარებით იხსნა. მატჩის მიწურულს ,,სამგურალმა" მეტოქეს შტურმი მოუწყო, ახლო მანძილიდან ურტყამდა გიორგი ბუხაიძე, მაგრამ კვლავ სტუმართა მეკარემ იყოჩაღა, ბოლოს კირკიტაძე ურტყამდა შემობრუნებით, მაგრამ ხარიხას გადასცდა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ,,სამგურალმა" დასანანი 2 ქულა დაკარგა.

    სამგურალი: ქვილითაია, ბანძელაძე, პატარკაციშვილი, კუხიანიძე, ფონიავა (78.ბუხაიძე), ჩიხლაძე (78.გილმორი), კალანდარიშვილი, ქურდაძე, ლექვთაძე (71.კირკიტაძე), დოლიძე (71.ვერულიძე), ბურჯანაძე (66.კიკაბიძე)
    სათადარიგოები: მეშველიანი, ასათიანი, თევზაძე, კიკაბიძე, მჭედლიშვილი
    მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
    სრულად: https://erovnuliliga.ge/ge/game/5627-sam-telскачать dle 11.3