მარცხი საბურთალოსთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მარცხი საბურთალოსთან
  • ეროვნული ლიგის მე–11 ტურის შეხვედრა წყალტუბოს ,,სამგურალმა" სტუმრათ ,,საბურთალოსთან" გამართა. შეხვედრა დედაქალაქელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
    ,,საბურთალო" სწრაფი გოლით დაწინაურდა. მე–16 წუთზე თბილისელების ლამაზი და სწრაფი კომბინაცია დმიტრი მანდრიჩენკო გოლით დააგვირგვინა. სოსო ფრუიძის შეგირდებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს შეტევებში არაფერი გამოსდიოდათ, საბურთალო გაცილებით მწვავედ უტევდა და მეორე ტაიმის დასაწყისში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა – გიორგი ლაცაბიძის ,,სტანდარტულის" შემდეგ იური ტაბატაძემ მცველებს დაასწრო და ანგარიში მასპინძლებისთვის კომფორტული გახადა – 2:0
    ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებებს მიმართა, წყალტუბოელები გააქტიურდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს მეტოქის კარს, მაგრამ ეს თუნდაც ქულის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ზედიზედ სამი მოგების შემდეგ წყალტუბოელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ,,ხელში" პირველი მარცხი იწვნიეს.
    მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი" 7 მაისს წყალტუბოში ,,თელავის" წინააღმდეგ გამართავს.

    საბურთალო–სამგურალი 2:0

    გოლები: 1:0 მანდრიჩენკო (16. ლაცაბიძის პასით), 2:0 ტაბატაძე (51. ლაცაბიძის პასით).

    29.04. 2021. თბილისი. „მიხეილ მესხი – არენა“

    „საბურთალო“: გოშაძე – მალი, კაკუბავა, მუდრაკი, ლაცაბიძე- მანდრიჩენკო (83. ჯგერენაია), ტერა (65. ცნობილაძე), ძებნიაური, ლ. ნონიკაშვილი (83. ჯინჯოლავა) – გოჩოლეიშვილი (65. შულაია). ი. ტაბატაძე (76. გ. კოხრეიძე)

    „სამგურალი“: ქვილითაია – მჭედლიშვილი (58. ლექვთაძე), ლ. ქურდაძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი – გილმორი (46. ჩიხლაძე), ფონიავა (62. ი. ახვლედიანი), ბურჯანაძე (58. თ. კიკაბიძე) – დოლიძე, კუხიანიძე, დ. კირკიტაძე (58. ბანძელაძე)

    მთავარი არბიტრი: ბ. ნინუა

    გაფრთხილებები: პატარკაციშვილი (60), ლ. ქურდაძე (87)скачать dle 11.3