სამგურალმა ჩემპიონი დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ჩემპიონი დაამარცხა
  • ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძის დანიშვნის შემდეგ ,,სამგურალმა" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო (ერთი თასზე). ამჯერად, წყალტუბოელებმა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი დამაჯერებლად 2:0 დაამარცხეს.

    სოსო ფრუიძის გუნდმა მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. თავიდან თითქოს უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი აღმოჩნდა. როგორც კი ,,სამგურალი" ტემპს მოუმატებდა მეტოქის კართან ხიფათი იქმნებოდა ხოლმე.
    პირველი სახიფათო მომენტი მე-8 წუთზე პ ზორან მარუშიჩს შეექმნა, რომელიც ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ გაიხსნა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.


    "სამგურალმა" პირველი რეალური საგოლე მომენტი 38-ე წუთზე შექმნა - გრიგოლ დოლიძის გადაცემის სემდეგ სერგო კუხიანიძე საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ სტუმრები მეკარე ომარ მიგინეიშვილმა გადაარჩინა.

    კუხიანიძემ მომდევნო შანსი ხელიდან არ გაუშვა. 44-ე წუთზე ლუქმან გილმორმა ბაქარ ქარდავას აართვა ბურთი და უზუსტესი გადაცემა გაუკეთა კუხიანიძეს, რომელიც გიორგი პაპავას გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა - 1:0.
    კუხიანიძეს ტაიმის განახლებისთანავე შეეძლო გატანა, მაგრამ ზუსტი დარტყმა არ გამოუვიდა.

    56-ე წუთზე მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, დოლიძის მორიგი კარგი ფლანგური გადაცემის შემდეგ, კუხიანიძე კარის წინ მარტო აღმოჩნდა და მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.

    66-ე წუთზე სტუმრებს გათანაბრება შეეძლოთ - დავით კობოურს შეეძლო გატანა, მაგრამ ნიკა კალანდარიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და ვითარება განმუხტა.

    77-ე წუთზე, მასპინძელთა მორიგი კონტრშეტევისას, დავით კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარგი პასი გაუკეთა ირაკლი ლექვთაძეს, რომელმაც მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და ახლოდან დაარტყა, მაგრამ მიგინეიშვილმა ითამაშა დამაჯერებლად და ,,დინამო" გოლისგან იხსნა.

    ნემსაძის გუნდი ვა-ბანკზე წავიდა, მთელი ძალები შეტევაში მიმართა და ზურგი მოაშიშვლა, რითაც. "სამგურალმა" ისარგებლა და მეოთხე დამატებულ წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩნენ ლექვთაძე და გიორგი ბუხაიძე, მაგრამ ლექვთაძეს მცველი წამოეწია და ვითარება განმუხტა.

    ერთ წუთში "სამგურალმა" მაინც გაიტანა - სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ შალვა ბურჯანაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა ბუხაიძე, რომელმაც მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სიხარულისგან მაისურიც გაიხადა და მსაჯისგან მეორე ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.

    შემადგენლობები და ტექნიკური შედეგი იხილეთ სემდეგ ბმულზე – https://erovnuliliga.ge/ge/game/5612-sam-dtbскачать dle 11.3