ბუხაიძის ჰეთ–თრიკით თასის მერვედფინალში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ბუხაიძის ჰეთ–თრიკით თასის მერვედფინალში
  • ,,ტორპედოსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა ჭიათურლებს გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა. წყალტუბოელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს მატჩის სადავეები, ბურთი ძირითადად მეტოქის საჯარიმოსთან ტრიალებდა, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა, მასპინძლები მთელი გუნდით თავს იცავდნენ და კონტრშეტევების იმედად იყვნენ. ,,სამგურალმა" მეტოქის დაცვას გასაღები ტაიმის ბოლოს მოუძებნა. დემურ ჩიხლაძის გადაცემის შემდეგ გიორგი ბუხაიძემ კარგად ითამაშა საჯარიმოში, მცველების გარემოცვაში დაარტყა და წყალტუბოელები წინ გაიყვანა – 0:1
    მატჩის მეორე ტაიმიც სტუმრების უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა, თუმცა იქამდე ჭიათურლებსაც ჰქონდათ ერთი კარგი მომენტი, თუმცა ,,სამგურალი" გოლს გადაურჩა. სოსო ფრუიძემ უმალვე ცვლილებებს მიმართა, მოედანზე გამოვიდნენ ირაკლი ლექვთაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ლუქმან გილმორი, პაპუნა ფონიავა და ნიკა კალანდარიშვილი. ,,სამგურალმა" მეტოქეს ახალი ძალებით შეუტია, 75–ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან კალანდარიშვილის ზუსტი გამჭოლი გადაცემის შემდეგ ბუხაიძემ საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და მეტოქის კარი მეორედ შეარხია – 0:2
    წყალტუბოელების მესამე გოლი ლამაზ და დინამიურ კომბინაციას მოჰყვა, 86–ე წუთზე ომარ პატარკაციშვილის წამოწყებული კომბინაციის ბოლო ფაზაში ლექვტაძემ და ფონიავამ კედელი გაითამაშეს, ფონიავა კარის წინ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და გოლის გატანაც იოლად შეეძლო, მაგრამ შესანიშნავი გადაცემით გიორგი ბუხაიძეს გაატანინა და ჰეთ–თრიკის შესრულების საშუალება მისცა.

    მაღაროელი–სამგურალი 0:3
    შემადგენლობები და მატჩის ოქმი იხილეთ შემდეგ ბმულზე – http://cup.gff.ge/game/1517-mag-samскачать dle 11.3