სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

ფრუიძე სამგურალში გამარჯვებით დაბრუნდა

17-04-2021, 21:09
ფრუიძე სამგურალში გამარჯვებით დაბრუნდა
წყალტუბოს ,,სამგურალმა" მიმდინარე სეზონში სოსო ფრუიძის თავკაცობით პირველი მატჩი ქუთაისის ,,ტორპედოსთან" გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა წყალტუბოელებისთვის არც თუ სასიამოვნოდ დაიწყო, მე–17 წუთზე ,,სამგურალის" კარში პენალტი დაინიშნა და ქუთაისელები ოლეგ მამასახლისის გოლით დაწინაურდნენ 0:1
გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალმა" მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა და 37–ე წუთზე სერგო კუხიანიძის ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა 1:1
მატჩის მეორეც საინტერესო და დაძაბული გამოდგა. 76–ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დათო კირკიტაძემ ნიკა კალანდარიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია და ,,სამგურალი" წინ გაიყვანა –2:1
დარჩენილ დროში გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი სერგო კუხიანიძეს ჰქონდა, მაგრამ ქუთაისელები გოლისგან დინო ჰამზიჩმა იხსნა.
,,სამგურალმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და 9 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით სატურნირო ცხრილში მე–7 ადგილზე იმყოფება.скачать dle 11.3