დრამატული მატჩი ლოკოსთან და სამგურალის პირველი გამარჯვება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დრამატული მატჩი ლოკოსთან და სამგურალის პირველი გამარჯვება
  • შეხვედრა ძალიან საინტერესო, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. წყალტუბოელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. მე-9 წუთზე გრიგოლ დოლიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ სერგო კუხიანიძემ მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან თავურით ზუსტად დაარტყა. მალე მეორე გოლიც გავიტანეთ, ,,სტანდარტულიდან" პაპუნა ფონიავას მიერ ჩაწოდებული ბურთი მცველებმა ვერ მოიგერიეს, შორეულ ძელთან შალვა ბურჯანაძე აღმოჩნდა და თავური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა – 0:2
    ,,ლოკომოტივმა" ერთი ბურთი მალევე გაქვითა. მარჯვენა ფლანგიდან ულად-ომარ იმრანის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ყველას დაასწრო და თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა - 1:2.
    27–ე წუთზე სერგო კუხიანიძემ ბოლომდე იბრძოლა და მეკარე გიორგი მამარდაშვილს შეცდომა დააშვებინა, მეკარის შეცდომით პაპუნა ფონიავამ ისარგებლა და მასპინძლებს მესამე გოლი გაუტანა –1:3
    36-ე წუთზე "სამგურალმა" კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა - მარჯვენა ფლანგზე უშანგი ბანძელაძემ კარგად ითამაშა, საჯარიმოში გრიგოლ დოლიძე მოძებნა, რომელმაც ლუქმენ გილმორს უპასა, ჩვენი ნიგერიელი ლეგიონერის დარტყმულს კი "ლოკომოტივის" მცველი გადაეფარა და ბურთი კუთხურზე გადავიდა.
    მასპინძლებმა სხვაობა პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე შეამცირეს, იმრანის გადაცემის შემდეგ, თორნიკე კირკიტაძის დარტყმული მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ იმავე კირკიტაძემ უკუგდებული ბურთი, ქუსლით გაგზავნა კარში და ეფექტური გოლი გაიტანა 2:3.
    მეორე ტაიმი ,,ლოკომოტივის" ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, ,,სამგურალი" კი კონტრშეტევებზე ცდილობდა მეტოქის გამოჭერას. ძალიან სახიფათოდ ურტყამდა იმრანი, ამ ეპიზოდში წყალტუბოელები გოლისგან მაქსიმე ქვილითაიას ეფექტურმა სეივმა იხსნა. მართალია, მასპინძლები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ,,სამგურალსაც" ჰქონდა. 82-ე წუთზე იუსუფ ტურეს გადაცემის შემდეგ, ალექსანდრე ვერულიძემ ახლოდან დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. ხოლო სამ წუთში ილია ახვლედიანმა მოედნის ცენტრში ნიკა სანდოხაძეს აართვა ბურთი და შორიდან დაარტყა, თუმცა, ოდნავ არაზუსტად.
    ,,სამგურალმა" ბოლო წუთებში თავი კარგად დაიცვა და პირველი 3 ქულა მოიპოვა.
    ლოკომოტივი 2:3 სამგურალი
    7 აპრილი, 2021. თბილისი. დინამო არენა. 14:00
    0:1 კუხიანიძე (9. დოლიძის პასით), 0:2 ბურჯანაძე (15. კუხიანიძის პასით), 1:2 კაშია (20. იმრანის პასით), 1:3 ფონიავა (27), 2:3 თ. კირკიტაძე (45+2)
    მატჩის სტატისტიკა იხილეთ შემდეგ ბმულზე https://erovnuliliga.ge/ge/game/5589-loc-samскачать dle 11.3