გამოუყენებელი მომენტები და მარცხი ლიდერთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გამოუყენებელი მომენტები და მარცხი ლიდერთან
  • ეროვნული ლიგის მე–4 ტურის შეხვედრა წყალტუბოს ,,სამგურალმა" გათამაშების ლიდერ გორის ,,დილასთან" გამართა და დაძაბულ დაპირისპირებაში 1:2 დამარცხდა.

    შეხვედრა წყალტუბოელებმა აქტიურად დაიწყეს და მე–6 წუთზე დაწინაურდნენ. პაპუნა ფონიავამ კუთხურიდან ჩააწოდა ბურთი, შალვა ბურჯანაძემ მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ნომინალური მასპინძლები დააწინაურა.
    გორელები ბურთს ფლობდნენ, თუმცა ,,სამგურალის" დაცვა უშეცდომოდ თამაშობდა, თავად წყალტუბოელები კი მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და შორიდან დარტყმებსაც არ ერიდებოდნენ. მე–12 წუთზე ირაკლი ლექვთაძემ გაისროლა შორიდან, თუმცა ზუსტად ვერ დაარტყა. მე–19 წუთზე წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდათ, კარგი პრესინგის შემდეგ ლექვთაძემ საჯარიმოში კუხიანიძის მისამართით ჩააწოდა ბურთი, თუმცა ,,სამგურალის" მეგოლე ბურთს ვერ შესწვდა და შეტევა განიმუხტა.
    32–ე წუთზე კიდევ ერთი რეალური საგოლე შანსი გვქონდა, კვლავ ლექვთაძემ იაქტიურა, კარგადაც ჩაუწოდა კუხიანიძეს, რომელიც თავით ცდილობდა გატანას, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.
    კიდევ ერთი რეალური მომენტი 43–ე წუთზე იყო, ლექვთაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუხიანიძის მისამართით გააკეთა გადაცემა, წყალტუბოელთა ფორვარდი ვარდნაში ცდილობდა ეპიზოდის დაგვირგვინებას, მაგრამ ბურთს ამჯერადაც ვერ შეწვდა.
    პირველი ტაიმის ,,სამგურალის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
    თამაშის სცენარი მატჩის მეორე ნახევარშიც არ შეცვლილა. ,,დილა" გათანაბრებას ცდილობდა, ,,სამგურალი" კი კონტრშეტევებზე ცდილობდა მეტოქის დაჭერას და რომ არა უიღბლობა, ანგარიშის გაზრდაც შეეძლო. 49–ე წუთზე სწრაფ კონტრშეტევას ლექვთაძე აგვირგვინებდა, მაგრამ კარს მცირე მანძლით ააცილა.
    60–ე წუთზე წყალტუბოელებს შალვა ბურჯანაძე დაუსავდათ, რომელიც შესაცვლელი გახდა. ,,სამგურალს" საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ისედაც პრობლემები ჰქონდა, გუნდს დისკვალიფიცირებული ლუქმან გილმორი და ტრავმირებული ისუფ ტურე აკლდათ, მათ არყოფნაში ბურჯანაძე ცენტრში უდიდესს სამუსაოს ასრულებდა და მისმა დაშავებამ ,,სამგურალი" მძიმე ვითარებაში ჩააგდო.
    კარგად ჩაერთო თამაშში გორელთა რიგებში შეცვლაზე შესული უსმან კამარა, რომელმაც სტუმრების შეტევები გაამწვავა. 63–ე წუთზე დაცვაში დაშვებულ შეცდომებს ,,სამგურალის" კარში პენალტი მოჰყვა და ვანდერსონ სილვამ ანგარიში გაათანაბრა.
    71–ე წუთზე სერგო კუხიანიძეს შეეძლო ისევ წინ გაეყვანა ,,სამგურალი", თავდამსხმელმა ყველაფერი კარგად გააკეთა, სამ მცველს აჯობა და მეკარესთან პირისპირაც გავიდა, მაგრამ დამაგვირგვინებელი დარტყმა არ გამოუვიდა და მეკარე გუგეშაშვილმა არ გაატანინა.
    რამდენიმე წუთში სერგის თითქმის ანალოგიური მომენტი შეექმნა, თუმცა ამჯერად მას რომარიკ ეტოუმ შეუშალა ხელი.
    სამაგიეროდ, კარგად გამოიყენეს თავიანთი შანსი გორელებმა, ჩიტეიშვილის კარგი გადაცემის შემდეგ კამარამ ზუსტად დაარტყა და ,,დილა" წინ გაიყვანა 1:2
    წყალტუბოელებმა დარჩენილ დროში სცადეს ქულის გადარჩენა, ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.
    სამგურალი 1:2 დილა
    1:0 ბურჯანაძე (6. ფონიავას პასით), 1:1 ვანდერსონ სილვა (65.პენ), 1:2 კამარა (79. ჩიტეიშვილის პასით)
    მაქსიმე ქვილითაია, ლუკა ასათიანი (84. გრიგოლ დოლიძე), ომარ პატარკაციშვილი, ლევან ქურდაძე, გიორგი მჭედლიშვილი, გაგა გაზდელიანი (84.გიორგი ბუხაიძე), თედო კიკაბიძე, პაპუნა ფონიავა (70.დათო კირკიტაძე), შალვა ბურჯანაძე (61.ნიკა კალანდარიშვილი), ირაკლი ლექვთაძე (70. ალექსანდრე ვერულიძე), სერგო კუხიანიძე
    სათადარიგოები: კახაბერ მეშველიანი, უშანგი ბანძელაძე, დემურ ჩიხლაძე, გიორგი თევზაძე
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    სრული სტატისტიკა – https://erovnuliliga.ge/ge/game/5572-sam-dilскачать dle 11.3