შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდი შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ. ,,სამგურალს" ვერ დაეხმარნენ დისკვალიფიცირებულები - ლუქმენ გილმორი და ალექსანდრე ვერულიძე, ვერ ითამაშა იუსუფ ტურემაც, ვინც "საბურთალოსთან" მატჩში ტრავმა მიიღო.
შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. პირველი რეალური მომენტი მე–11 წუთზე სეიქმნა, ნომინალურმა მასპინძლებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, რომელსაც ცოტნე კაპანაძე აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
წყალტუბოელებმა გიორგი თევზაძის სახიფათო დარტყმით უპასუხეს.
34–ე წუთზე ვიხილეთ "სამგურალის" კარში გასული, მაგრამ არჩათვლილი გოლი. არდაზიშვილი-შეყილაძე-კაპანაძის სამსვლიანი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით დასრულდა, მაგრამ გოლი თამაშგარის გამო გაუქმნა.
მატჩის მეორე ნახევარი თელაველების სახიფათო მომენტით განახლდა, შეყილაძის ძალზედ სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა ჩვენს კარს. ამის შემდეგ უპირატესობას გარკვეული ხნის მანძილზე ,,სამგურალი" დაეუფლა, 57–ე წუთზე "სამგურალს" შესანიშნავი მომენტი შეექმნა. ირაკლი ლეკვთაძემ ფლანგზე კარგად ითამაშა და მეკარის ბაქანტან ჩააწოდა, სერგო კუხიანიძემ თავით ითამაშა, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან გადასცდა. შემდეგ სახიფათოდ უტევდნენ შეცვლაზე შესული ფეხბურთელები გრიგოლ დოლიძე და დემურ ჩიხლაძე.
დაცვაში არცერთი გუნდი არ ჩამჯდარა. თუმცა, მასპინძლების შეტევები გაცილებით სახიფათო გამოდგა. "თელავმა" თამაშის დასრულებამდე რეალური შანსი ვერ გამოიყენა და ამაში ლომის წვლილი მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ შეიტანა, რომელმაც ურთულესი ბურთები მოიგერია. 85–ე წუთზე მირიან ჯიქიამ დაარტყა თავური ვარდნაში და შესანიშნავად ითამაშა "სამგურალის" კარის დარაჯმა მაქსიმე ქვილითაიამ. სულ ბოლოს კი ლაშა შერგელაშვილის აქტიურობას მისივე დარტყმა მოჰყვა და ქვილითაიამ კიდევ ერთხელაც გადაარჩინა "სამგურალი".
სამგურალის" მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილი კომენტარი
,, დაძაბული მატჩი იყო, ,,თელავი" კარგი გუნდია, პირველი თამაში მოიგო (,,სამტრედიასთან" 1:0), მეორე შეხვედრაში ,,ლოკომოტივს" საკმაოდ კარგად ეთამაშა და ორი გოლი გაუტანა. შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და აქედან გამომდინარე ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა.
შეხვედრა ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თამაშის არწაგებაზე არც ერთი გუნდი არ ფიქრობდა, ორივეს მოგება უნდოდა, საგოლე მომენტებიც მრავლად შეიქმნა. ვფიქრობ, ,,თელავს" გაცილებით რეალური მომენტები ჰქონდა და რიგ ეპიზოდებში გაგვიმართლა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ გასვლაზე ვთამაშეობდით შედეგი მაინც მისაღებია, თუმცა, ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვჭირდება... ჩვენი მიზანია, მოვუმატოთ და თამაში გავაუმჯობესოთ. სხვა მხრივ, ამ შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით".
თელავი–სამგურალი 0:0
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. მე–3 ტური
10.03. რუსთავი. ტექნიკური ცენტრი
სამგურალი: მაქსიმე ქვილითაია, ლუკა ასათიანი (59.გრიგოლ დოლიძე), ომარ პატარკაციშვილი, ლევან ქურდაძე, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი თევზაძე (59.ნიკა კალანდარიშვილი), დათო კირკიტაძე (46.დემურ ჩიხლაძე), პაპუნა ფონიავა, შალვა ბურჯანაძე, ირაკლი ლექვთაძე 88.ილია ახვლედიანი), სერგო კუხიანიძე (81. გიორგი ბუხაიძე)
სათადარიგოები: კახაბერ მეშველიანი, უშანგი ბანძელაძე, გაგა გაზდელიანი, თედო კიკაბიძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: 27'მიხეილ ბაშელეიშვილი, სერგო კუხიანიძე 57', თორნიკე ძოწენიძე 74.
скачать dle 11.3