,,სამგურალი" ,,სპარტაკთან" დამარცხდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალი" ,,სპარტაკთან" დამარცხდა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" თურქულ შეკრებაზე მეხუთე ამხანაგური შეხვედრა მოსკოვის ,,სპარტაკთან" (დუბლები) გამართა და 1:2 დამარცხდა.
    ისე მოხდა, რომ ბოლო სამ დღეში წყალტუბოელებმა სამი საკონტროლო მატჩი გამართეს, თანაც საკმაოდ რთულ მეტოქეებთან, გუნდს დღევანდელ შეხვედრაში აშკარად ეტყობოდა დიდი დატვირთვებისა და დაღლილობის კვალი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა
    უჩა სოსიაშვილმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და მოსკოველების წინააღმდეგ, წინა მატჩებისგან განსხვავებით, შერეული შემადგენლობა ათამაშა.
    თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი რეალური საგოლე მომენტი წყალტუბოელებმა შექმნეს, ალექსანდრე ვერულიძის დარტყმის შემდეგ რუსები გოლისგან ძელმა იხსნა, დამატებაზე ბუხაიძე ცდილობდა გატანას, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. პირველ ტაიმში ბევრი საგოლე ეპიზოდი არ ყოფილა, 40-ე წუთზე კვლავ ვერულიძემ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად.
    მატჩის მეორე ნახევარი მოსკოველებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს და ორი სახიფათო მომენტის შემდეგ გოლიც გაიტანეს, 54-ე წუთზე ,,სპარტაკი" ვარაბაევმა დააწინაურა. 62-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დათო კირკიტაძემ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ,,სპარტაკმა" სტატუს-ქვო მალევე აღადგინა, 64-ე წუთზე სტეფანოვმა მოსკოველები კვლავ წინ გაიყვანა. 74-ე წუთზე სამგურალის კარში პენალტი დაინიშნა, მაქსიმე ქვილითაიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია. ,,სამგურალი" ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, დემურ ჩიხლაძეს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. საბოლოოდ შეხვედრა ,,სპარტაკის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

    სპარტაკი (მოსკოვი) – სამგურალი (წყალტუბო) 2:1
    გოლები: 1:0 ვარაბაევი (54), 1:1 კირკიტაძე (62), 2:1 სტეფანოვი (64)

    ქვილითაია, ბურჯანაძე, ქურდაძე (29.პატარკაციშვილი (58.ასათიანი), ახვლედიანი, თევზაძე (68.კალანდარიშვილი), კიკაბიძე (78.ტურე), ჩიხლაძე, ბანძელაძე, ვერულიძე (76.მჭედლიშვილი), დოლიძე (59.კირკიტაძე (75.ლექვთაძე), ბუხაიძე (79.შვანგირაძე)
    სათადარიგოები: მეშველიანი, სვანიძე
    მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილიскачать dle 11.3