ფრე უკრაინის პირველი ლიგის ლდერთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
6 მარტი, 15:00
სამგურალი
საბურთალო
წინა მატჩი
27 თებერვალი, 18:00
დინამო თბ1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ფრე უკრაინის პირველი ლიგის ლდერთან
  • შეხვედრა უკრაინელების უპირატესობით დაიწყო, მათ მე–2 წუთზევე გახსნეს ანგარიში და ბურთსაც აკონტროლებდნენ. ,,სამგურალმა" საწყისი მღელვარების შემდეგ თამაში დაალაგა და მეტოქეს მწვავედაც შეუტია. სახიფათოდ ურტყამდა კარისკენ გიორგი ბუხაიძე, კარგად უტევდა გრიგოლ დოლიძეც. უქმად უკრაინელებიც არ ყოფილან, ძალიან სახიფათოდ შეუტიეს ზედიზედ ორჯერ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ იყოჩაღეს.
    მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს, პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ კახაბერ მეშველიანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია და ,,სამგურალი" გაშვებული გოლისგან იხსნა. საპასუხო შეტევაში კი დოლიძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ალექსანდრე ვერულიძემ თავური დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. თამაში ორმხრივ ბრძოლაში გაგრძელდა, ძალიან კარგი შანსი ჰქონდა დემურ ჩიხლაძეს, სხვა დასამახსოვრებელი ეპიზოდებიც იყო, თუმცა შეხვედრაში გოლი აღარ გასულა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
    სამგურალი–აგრობიზნესი 1:1
    ამხანაგური მატჩი
    სამგურალი:მეშველიანი, ბურჯანაძე, კიკაბიძე, ახვლედიანი, ბუხაიძე, კალანდარიშვილი, ბანძელაძე, ჩიხლაძე, გაზდელიანი, დოლიძე, ვერულიძე
    შეცვლაზე შევიდნენ: ქურდაძე, კირკიტაძე, ლექვთაძე, შვანგირაძე, მჭედლიშვილი
    სათადარიგოები: ქვილითაია, სვანიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, თევზაძე, ფონიავა, ტურე კუხიანიძემთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    # შეკრებათურქეთშიскачать dle 10.5фильмы бесплатно