სამგურალს გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალს გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ყაზახეთის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან გუნდთან - ყარაღანდის ,,შახტართან" გამართა. წყალტუბოელებს თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მიჰყავდათ ანგარიში, მეორე გოლის გატანაც მართებდათ, მაგრამ 85-ე წუთზე ყაზახებმა თავიანთი ერთადერთი რეალური მომენტი გამოიყენეს და ანგარიში ფრედ 1:1 დასრულდა.
    მატჩი დაძაბული და ძალიან უხეში გამოდგა. მსაჯმა შეხვედრაში სამი წითელი და არაერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა. ფიზიკურად ძლიერი ყარაღანდელები უხეშობას არ ერიდებოდნენ და ძირითადად ძალისმიერი თამაში ხარჯზე ცდილობდნენ ბურთზე კონტროლის დაუფლებას.
    წყალტუბოელები საკუთარ შანსს ელოდებოდნენ და პირველი მომენტი მე-6 წუთზე შექმნეს, როცა ირაკლი ლექვთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა. მე-16 წუთზე სერგო კუხიანიძეს გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა მიეცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
    სამიოდე წუთში წყალტუბოელებმა მაინც შეძლეს დაწინაურება. კუხიანიძის პასის შემდეგ, გუნდის კაპიტანმა პაპუნა ფონიავამ ზუსტად დაარტყა და ,,სამგურალი" დააწინაურა. 22-ე წუთზე, კვლავ კუხიანიძეს ჰქონდა მომენტი, თუმცა მისი თავური დარტყმა კარს ასცდა. ცოტა ხანში დათო კირკიტაძემ დაარტყა კარის მიმართულებით. პირველი ტაიმი ,,სამგურალის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
    შესვენების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა მეკარის გარდა მთელი გუნდი გამოცვალა. ჩვენმა გუნდმა მატჩის მეორე ნახევარში არაერთი მომენტი შექმნა, კარგად უტევდა მეტოქის კარს გრიგოლ დოლიძე. სახიფათო იყო დემურ ჩიხლაძის საჯარიმო დარტყმაც, რომელიც ყაზახთა მეკარემ მოიგერია. 77-ე წუთზე დემურ ჩიხლაძეს ანგარიშის გაზრდა მართებდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. გამოუყენებელი მომენტების შემდეგ დაუწერელი საფეხბურთო კანონი ,,არ გაიტან, გაგიტანენ" ამოქმედდა და ყაზახებმა თავიანთი ერთადერთი რეალური შანსი გოლად აქციეს - თავი საჯარიმო დარტყმით ხუბულოვმა გამოიჩინა 1:1.
    შეხვედრას ესწრებოდა კლუბის პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი, რომელიც ანტალიაში დილით ჩამოფრინდა და გუნდთან ერთად შეკრების ბოლომდე დარჩება.
    შახტარი ყარაღანდი 1:1 სამგურალი
    08.02. ბელეკი. ამხანაგური მატჩი
    გოლები: 0:1 ფონიავა (19), 1:1 ხუბულოვი (85)
    სამგურალი: მეშველიანი, მჭედლიშვილი, ასათიანი, ტურე, პატარკაციშვილი, ლექვთაძე, გაზდელიანი, კუხიანიძე, კირკიტაძე, ფონიავა(C)
    მეორე ტაიმში შევიდნენ: ახვლედიანი, კიკაბიძე, ბურჯანაძე(ქურდაძე), ბანძელაძე, თევზაძე, გილმორი, დოლიძე, ვერულიძე, ჩიხლაძე, ბუხაიძე, კალანდარიშვილი
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილიскачать dle 11.3