უჩა სოსიაშვილი პრო ლიცენზიის მფლობელი გახდა! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
უჩა სოსიაშვილი პრო ლიცენზიის მფლობელი გახდა!
  • წყალტუბოს ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის – PRO ლიცენზიის მფლობელი გახდა.
    დღეს, სამწვრთნელო პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელმა ვასილ მაისურაძემ უჩა სოსიაშვილს შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა.
    ,,სამგურალის" დღევანდელ ვარჯიშს და მთავარი მწვრთნელი დაჯილდოებას, ვასილ მასიურაძესთან ერთად, მისი თანაშემწე, გიორგი გეგუჩაძე და მწვრთნელთა განათლების პროგრამის წარმომადგენელი პაატა შალამბერიძე ესწრებოდნენ.
    PRO ლიცენზიისთვის სწავლება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 12 მოდულისგან შედგებოდა. აღნიშნულ მოდულებში შედიოდა პრაქტიკული კურსები თურქეთში, შვეიცარიაში, იტალიასა და კვიპროსში.
    პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
    უჩა სოსიაშვილი ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელად 2019 წლიდან მუშაობს. მან ლიგა 3–იდან გუნდი ჯერ ეროვნულ ლიგა 2–ში დააწინაურა, გასულ სეზონში კი ,,სამგურალს" ეროვნული ლიგის საგზური მოაპოვებინა. ასევე, მისი ხელმძღვანელობით წყალტუბოურმა კლუბმა თასის ფინალში ითამაშა.
    უჩა სოსიაშვილი არის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2015 წელს (იმ დროს 25 წლის იყო) მისმა გაწვრთნილმა გორის ,,დილამ" საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
    ვულოცავთ, უჩა სოსიაშვილს PRO ლიცენზიის მიღებასა და წარმატებებს ვუსურვებთ მას სამწვრთნელო კარიერაში!скачать dle 11.3