სამგურალი მჭედლიშვილით და ვერულიძით გაძლიერდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
24 ოქტომბერი, 16:30
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 ოქტომბერი, 14:30
სამგურალი0
თელავი1
ეროვნული ლიგა
სამგურალი მჭედლიშვილით და ვერულიძით გაძლიერდა
  • წყალტუბოს ,,სამგურალს" კიდევ ორი ახალწვეული ჰყავს. 29 წლის გამოცდილი ფლანგის მცველი გიორგი მჭედლიშვილი და 24 წლის ტავდამსხმელი ალექსანდრე ვერულიძე.

    მარჯვენა მცველი ევროპული გამოცდილებით
    წყალტუბოს ,,სამგურალი" 29 წლის გამოცდილი მარჯვენაფლანგელით გიორგი მჭედლიშვილით გაძლიერდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ,,სამგურალის" სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ გუნდის ახალწვეულს სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა. გიორგი მჭედლიშვილი ,,სამგურალში" 33 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
    ჩვენი გუნდის ახალწვეული ბოლოს ლატვიური ,,ვენტლსპილსის" ღირსებას იცავდა. იქამდე მჭედლიშვილი ორი სეზონის განმავლობაში ხორვატიულ ,,გორიცაში" თამაშობდა. 2018 წელს იგი აღნიშნულ კლუბთან ერთად ხორვატიის რანგით მეორე ლიგის გამარჯვებული გახდა და მომდევნო წელს ,,გორიცასთან" ერთად უმაღლეს ლიგაში იასპარეზა.
    უცხოეთში წასვლამდე მჭედლიშვილი ,,სამტრედიაში" ასპარეზობდა და მასთან ერთად საქართველოს ჩემპიონობასა და სუპერთასს დაეუფლა. სუპერთასის გამარჯვებული ის 2014-2015 წლის სეზონში თბილისის ,,დინამოს" შემადგენლობაშიც იყო.
    ,,სამტრედიისა" და ,,დინამოს" გარდა მჭედლიშვილი საქართველოში კიდევ რამდენიმე კლუბში ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს ის თბილისის ,,ლოკომოტივის", ,,ვიტ ჯორჯიას" და ლანჩხუთის ,,გურიას" ღირსებას იცავდა.

    წყალტუბოს ,,სამგურალის" კიდევ ერთი შენაძენი 24 წლის ცენტრფორვარდი ალექსანდრე ვერულიძეა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელი ორწლიან ხელშეკრულებას მოეწერა. ალექსანდრე ვერულიძე ,,სამგურალში" 17 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
    ჩვენი გუნდის ახალწვეული რუსეთის მოქალაქეა. იგი ვლადიკავკაზში დაიბადა და ვარჯიში „ალანიას“ სკოლაში დაიწყო. თამაშობდა მოსკოვის „სტალიცაში“, ტიხორეცკის „ტრუდში“, ვლადიკავკაზის „ბარსში“, „სკა-ხაბაროვსკში“, ვორონეჟის „ფაკელსა“ და ვოლგოგრადის როტორში“. გასულ სეზონში ალექსანდრე ვერულიძე ლანჩხუთის ,,გურიას" ღირსებას იცავდა.

    სამგურალი მჭედლიშვილით და ვერულიძით გაძლიერდა
    სამგურალი მჭედლიშვილით და ვერულიძით გაძლიერდა
    სამგურალი მჭედლიშვილით და ვერულიძით გაძლიერდა
    სამგურალი მჭედლიშვილით და ვერულიძით გაძლიერდა
    скачать dle 11.3