გიორგი ბუხაიძე მრავალი წლის შემდეგ კვლავ ,,სამგურალში" ითამაშებს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
?????
სამგურალი
სამგურალი
წინა მატჩი
19 დეკემბერი, 13:00
სამგურალი1
ჩიხურა0
ლიგა 2 - ცხრილი
გიორგი ბუხაიძე მრავალი წლის შემდეგ კვლავ ,,სამგურალში" ითამაშებს
  • წყალტუბოს ,,სამგურალი" ახალი საფეხბურთო სეზონისთვის დაკომპლექტებას განაგრძობს. დღეს ჩვენს გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება 29 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა გიორგი ბუხაიძემ გააფორმა.
    კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ მას სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.
    გიორგისთვის წყალტუბოს ,,სამგურალი" უცხო კლუბი არ არის. მან პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში სწორედ, ,,სამგურალში" დაიწყო. აქ ზედიზედ სამი სეზონი გაატარა და შემდეგ ფოთის ,,კოლხეთში" გადაბარგდა, თუმცა, მომდევნო წელს კვლავ ,,სამგურალს" დაუბრუნდა. შემდეგ იყო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თერჯოლის ,,საპოვნელა". მართალია, ეს გუნდი ლიგიდან გავარდა, მაგრამ 24 გოლიდან 15 ბუხაიძის ანგარიშზე იყო. აღნიშნული კლუბების გარდა ის თბილისის ,,საბურთალოს", ,,ცხინვალისა" და მარტვილის ,,მერანის" ღირსებას იცავდა. ბოლოს კი საჩხერის ,,ჩიხურაში" თამაშობდა, რომლის მაისურითაც გასულ სეზონში ჩემპიონატსა და თასზე ჯამში 6 გოლი გაიტანა.

    გიორგი ბუხაიძე: ,,მოხარული ვარ, რომ ,,სამგურალში" დავბრუნდი. ჩემი საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, ჯამში აქ ოთხი სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი. წლების შემდეგ კვლავ ვუბრუნდები ჩემს საყვარელ გუნდს. ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი სეზონი გვექნება და ,,სამგურალის" ქომაგებს გამარჯვებებით გავახარებთ."скачать dle 10.5фильмы бесплатно