სამგურალმა ლუქმან გილმორი დაიმატა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ლუქმან გილმორი დაიმატა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" 24 წლის ნიგერიელი ლეგიონერი ლუქმან გილმორი დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის დღეს 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გილმორი ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია და ბოლოს ზუგდიდის ,,დინამოში" თამაშობდა. იგი ნიგერიული "ლაგოსის" აკადემიის აღზრდილია. თამაშობდა ნიგერიის 17 და 23 წლამდელთა ნაკრებებში. გილმორე რამდენიმე თვე ინგლისური "სტოკ სიტის" ახალგაზრდულ გუნდშიც ასპარეზობდა. ბრიტანეთიდან სამუშაო ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოუწია წასვლა და მას შემდეგ მისი საფეხბურთო კარიერა საქართველოს უკავშირდება.
    ლუქმან გილმორე: ,,საქართველოში გორის ,,დილას" მოწვევით ჩამოვედი, მაგრამ შემდეგ პირობებზე ვერ შევთანხმდით და ტრანსფერი არ შედგა. ამის შემდეგ ხონის ,,იმერეთში" ჩავირიცხე, სატრანსფერო სეზონის გახსნას ველოდებოდი, რომ ევროპის რომელიმე კლუბში მეცადა ძალები, ხონში ოთხი თვე ვითამაშე და თბილისის ,,დინამოდან" დამირეკეს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ნახევარი სეზონი გავატარე, შარშან კი ზუგდიდის ,,დინამოში" ვითამაშე. წლის ბოლოს კონტრაქტი დამისრულდა და თავისუფალი აგენტი გავხდი. წყალტუბოდან მივიღე შემოთავაზება და გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. შემიძლია ვთქვა, რომ – ,,სამგურალი" ძალიან საინტერესო კლუბია... კლუბი, რომელიც წლიდან წლამდე წინ მიიწევს. როცა ორ წელიწადში გუნდი მესამე ლიგიდან ეროვნულ ლიგაში გადადის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სწორი გზით ვითარდება. ,,სამგურალის" შეთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, მიხარია, რომ ამ კლუბის წევრი გავხდი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო."
    скачать dle 11.3