პირველი ტრანსფერი – სამგურალში დათო კირკიტაძე ითამაშებს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
პირველი ტრანსფერი – სამგურალში დათო კირკიტაძე ითამაშებს
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" 28 წლის გამოცდილი მარჯვენა ნახევარმცველი დათო კირკიტაძე დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი დღეს გაფორმდა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ, ,,სამგურალის" სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ კლუბის ახალწვეულს სიმბოლურად ,,სამგურალის" მაისური გადასცა და მას წარმატებები უსურვა.
    დათო კირკიტაძეს საქართველოში არაერთ კლუბში უთამაშია. ,,სამტრედია". ქუთაისის ,,ტორპედო", საჩხერის ,,ჩიხურა", რუსთავის ,,მეტალურგი" , ზუგდიდის ,,დინამო", ,,გურია", გორის ,,დილა", ბოლნისის ,,სიონი" , ,,სამტრედია" და თბილისის ,,ლოკომოტივი"– ეს ის გუნდებია, რომლებშიც კირკიტაძე კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ასპარეზობდა. გარდა ამისა, ის 2014–2015 წლების სეზონში ებრაული ტიბერიას ,,ირონის" ღირსებას იცავდა.
    დათო კირკიტაძემ ბოლო ორი სეზონი თბილისის ,,ლოკომოტივში" გაატარა. გასულ ჩემპიონატში მან 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.
    ,,ლოკომოტივთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და წყალტუბოდან მივიღე შემოთავაზება, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ,,სამგურალი" მრავალი წლის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, კლუბი აღმავლობის გზაზეა და ახალ საფეხბურთო სეზონს წყალტუბოში დიდი იმედებით ელოდებიან. ვეცდები, ჩემი თამაშით გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო მიზნის მიღწევაში. როგორც ვიცი მიდის მუშაობა წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებასა და კლუბის გაძლიერებაზე. აქ კარგი საფეხბურთო გარემოა... ვფიქრობ, ,,სამგურალი" მომავალ საფეხბურთო სეზონში საინტერესო და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება". – დათო კირკიტაძემскачать dle 11.3