მრავალი წლის შემდეგ – სამგურალი ეროვნულ ლიგაში! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მრავალი წლის შემდეგ – სამგურალი ეროვნულ ლიგაში!
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ორი მატჩის ჯამში საჩხერის ,,ჩიხურა" 3:0 დაამარცხა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
    წყალტუბოელებმა მთავარ ლიგაში ბოლოს 2001—2002 წლების სეზონში ითამაშეს, შემდეგ 2004 წელსაც დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში, თუმცა მაშინ უსახსრობის გამო ასპარეზობა ვერ მოახერხეს.
    პლეი–ოფის მეორე შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. 0:2 წაგების შემდეგ ,,ჩიხურა" ყველა ღონეს ხმარობდა, რომ სწრაფი გოლი გაეტანა, მაგრამ წყალტუბოელები თავს კარგად იცავდნენ და სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ მეტოქის დასჯას. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი, კარი მშრალად შეინახეს, 87–ე წუთზე კი სერგო კუხიანიძემ ულამაზესი გოლით შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს.

    სამგურალი-ჩიხურა 1:0
    პირველი მატჩი 2:0
    19.12. წყალტუბო. 26 მაისი
    0:1 ს. კუხიანიძე (87. ტურეს პასით)
    სამგურალი (3-4-1-2): მეშველიანი - ლ. ქურდაძე, პატარკაციშვილი, ბურჯანაძე - კიკაბიძე, რაზმაძე, ტურე, გაზდელიანი - ჩიხლაძე (65. ახვლედიანი) - კუხიანიძე (90. რაჟამაშვილი), ფონიავა (88. ბანძელაძე)
    სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, ბრეგვაძე, კუჭუხიძე, იოსელიანი, თევზაძე, მეგრელაძე
    მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    ჩიხურა (4-4-2): ზარქუა - კორიფაძე, ბასტრონი, ჯაფიაშვილი, ჩიკვაიძე (63. ბუხაიძე) - ჯავაშვილი, გვაზავა (81. მაჩაიძე), ბერეზოვი, კახაბრიშვილი - ლ. კიკაბიძე, დეკანოიძე (88. შარვაძე)
    სათადარიგოები: კაპანაძე, კაშია, ღავთაძე, ტეფნაძე
    მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
    გაფრთხილება: ფონიავა (46), გაზდელიანი (73), ბურჯანაძე (77) - კორიფაძე (43), ჯაფიაშვილი (57), დეკანოიძე (60), ჯავაშვილი (72), ბასტრონი (75)
    გაძევება: ჯაფიაშვილი (80), ბურჯანაძე (89)
    არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

    ფოტო: ოთიკო მიქაბერიძეскачать dle 11.3