დიდი ნაბიჯი ეროვნული ლიგისკენ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დიდი ნაბიჯი ეროვნული ლიგისკენ
  • ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში წყალტუბოს ,,სამგურალმა" სტუმრად საჩხერის ,,ჩიხურა" 2:0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული ფორა შეიქმნა.
    წყალტუბოელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, რაც მეორე ტაიმში გატანილ გოლებშიც გარდაისახა. 77–ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ კუთხურიდან მოაწოდა ბურთი, მეორე სართულზე პაპუნა ფონიავამ მოიგო ორთაბრძოლა და მეკარის ბაქანტან თავით ჩააგდო ბურთი, სადაც შალვა ბურჯანაძემ იყოჩაღა და ახლო მანძილიდან სტუმრები დააწინაურა. 81–ე წუთზე წყალტუბოელებმა კარგი კონტრშეტევა განახორციელეს, შეცვლაზე შესულმა ილია ახვლედიანმა იდეალური გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა სერგო კუხიანიძე, რომელმაც მეკარეს დიდოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე და ანგარიში ორამდე გაზარდა. წყალტუბოელები დარჩენილ დროშიც სჯობდნენ მეტოქეს და მესამე გოლის გატანას ცდილობდნენ. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სამგურალმა" სტუმრად კომფორტული სხვაობით მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ დიდი უპირატესობა შეიქმნა.
    სამგურალი–ჩიხურას მეორე დაპირისპირება 19 დეკემბერს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე 13:00 საათზე დაიწყება.
    ჩიხურა–სამგურალი 0:2
    ეროვნული ლიგა. პლეი–ოფი I მატჩი
    15.12. თბილისი. ,,მიხეილ მესხი 2"скачать dle 11.3