სამგურალმა გაგრას შთამბეჭდავი სერია შეაწყვეტინა და ლიდერებს წამოეწია » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა გაგრას შთამბეჭდავი სერია შეაწყვეტინა და ლიდერებს წამოეწია
  • ეროვნული ლიგა 2–ის მე–7 ტურში ,,სამგურალს"  ,,გაგრას" სახით ძალზედ რთული მეტოქე ჰყავდა. გაგრელებს ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული, თანაც, სამივე დიდი ანგარიშით (სიონთან 3:0, რუსთავთან 3:0, ვიტ ჯორჯიასთან 4:0), შესაბამისად, ისინი  ,,სამგურალთან" მატჩსაც კარგი განწყობითა და მორიგი სამი ქულის მოპოვების იმედით ხვდებოდნენ.

    წინა ტურში ,,არაგვის" დამარცხებით წყალტუბოელებსაც გამოუკეთდათ ხასიათი. გუნდმა საკუთარი ძალების ირწმუნა და ეს ,,გაგრასთან" მატჩშიც გამოჩნდა.

    შეხვედრის დებიუტი საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული. 9 წუთზე დემურ ჩიხლაძის სახიფათო დარტყმა კარს ასცდა. მასპინძლებმა ივანიაძის ყუმბარისებური დარტყმით უპასუხეს. 30–ე წუთზე გაგრელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულებმა ზუსტად ვერ დაარტყეს. ორიოდე წუთში ,,სამგურალს" მიეცა გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა, წყალტუბოელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, სერგი კუხიანიძემ კარგი გადაცემა გაუკეთა დავით რაჟამაშვილს, რომელის თავური დარტყმა მცირედით ასცდა სამიზნეს. ,,გაგრა" აშკარა გოლს გადაურჩა.

    მატჩის განახლებამდე ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ცვლილებებს და გადაადგილებებს მიმართა.

    დემურ ჩიხლაძისა და დავით რაჟამაშვილის ნაცვლად მოედანზე გრიგოლ დოლიძე და ლაშა კუჭუხიძე შევიდნენ. სერგო კუხიანიძემ ცენტრფორვარდის პოზიციიდან მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, წყალტუბოელებმა შეტევების მთავარი მიმართულება ფლანგებზე გადაიტანეს, განსაკუთრებით გაგრელებს  გამოცდილი გრიგოლ დოლიძის შეჩერება უჭირდათ, კარგად ჩაერთო თამაშში კუჭუხიძეც.

    დოლიძემ ორჯერ კუთხურიდან პირდაპირ კარში დაარტყა და გაგრელთა მეკარე დავით კერესელიძემ ორივეჯერ გაჭირვებით შეძლო ბურთის მოგერიება.  მან დოლიძის კიდევ ერთი ძალზედ სახიფათო დარტყმა მოიგერია. წყალტუბოელთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო, 72–ე წუთზე მორიგი სტანდარტულის შემდეგ, მასპინძლებმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშეს და ,,გაგრას" კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა ლუკა რაზმაძემ ზუსტად შეასრულა – 0:1

    გოლის შემდეგ ,,გაგრამ" მთელი ძალებით შეტევაზე გადასვლა სცადა, ბევრს უტევდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, წყალტუბოელებს კი მატჩის მიწურულს ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდათ, მათი სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ დოლიძე ურტყამდა კარში, მაგრამ კერესელიძემ მას ამჯერადაც არ გაატანინა, დამატებაზე ფონიავა ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთი კვლავ გაგრელთა მეკარემ მოიგერია და შეხვედრაც იქვე დასრულდა. სამგურალმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე–4 ადგილზე გადაინაცვლა.

    გაგრა–სამგურალი 0:1

    0:1 ლუკა რაზმაძე (72.პენ)

    გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, კაკიაშვილი, ივანიაძე, ხაბელაშვილი, მანაგაძე (64.ოქროპირიძე), ქობულაძე (84.სანაშვილი), ვეკუა, ერგემლიძე (59.ლაღაძე)

    სათადარიგოები: ქავთარაძე, ჯაფარიძე, სამსონია, სულთანიშვილი, ბუიღლიშვილი
    მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

    ბ.ქურდაძე, ბანძელაძე, ლ.ქურდაძე, ასათიანი, რაზმაძე, გაზდელიანი, რაჟამაშვილი (46.კუჭუხიძე), ფონიავა, ჩიხლაძე (46.დოლიძე), ტურე, კუხიანიძე (80.ბურჯანაძე)
    სათადარიგოები: მეშველიანი, კიკაბიძე, ახვლედიანი,  ბრეგვაძე
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, თამაზ სამხარაძე, გიორგი ნერგაძე

    გაფრთხილება: რაზმაძე (63), სანაშვილი (87)

    არბიტრი: პაპუნა მაჭარაძეскачать dle 11.3