წყალტუბოელები მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდნენ ბურთს და მთელი გუნდით დაცვაში ჩამჯდარი ,,ვიტ ჯორჯიას" კარისთვის ,,გასაღების" პოვნას ცდილობდნენ. გოლის გატანის რეალური შანსები ჰქონდათ ლევან ქურდაძეს და დემიკო ჩიხლაძეს, ქურდაძის დარტყმის შემდეგ კარის ხაზიდან ბურთი მცველმა მოიგერია და მასპინძლები აშკარა გოლისგან იხსნა. წყალტუბოელებმა სხვა ეპიზოდებშიც არაერთხელ გაამწვავეს ვითარება. ანგარიშის გახსნის ყველაზე კარგი შესაძლებლობა 84–ე წუთზე სერგო კუხიანიძეს მიეცა, თბილისელთა კარში ხელით თამაშისთვის პენალტი დაინიშნა, თუმცა, ფორტუნა ,,სამგურალის" მხარეს ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა. კუხიანიძის შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა მეკარემ მოიგრია და ,,ვიტ ჯორჯიას" ქულა გადაურჩინა.
ჯორჯია - სამგურალი 0:0
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: კუხიანიძე(84')
ვიტ ჯორჯია:ისერგიშვილი, ნაჭყებია, ბექაური, სეხნიაშილი(კაპ.), ქისიევი, ნემსაძე(მუზაშვილი 46'), ზარიძე, ნ.აბულაძე(სალუქვაძე 75') ბარაბაძე, ბულუხაძე(ტყემალაძე 46'), მუსელიანი.
სათადარიგოთა სკამი:
ჩიკაშუა, შეროზია, კაპანაძე, ა.აბულაძე.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: მერაბ კოჭლაშვილი
სამგურალი:
მეშველიანი, ბანძელაძე, ლ.ქურდაძე, ასათიანი, გაზდელიანი(ახვლედიანი 83'), რაზმაძე(კაპ.), ტურე, ფონიავა, ჩიხლაძე(ბრეგვაძე 74'), რაჟამაშვილი(კუჭუხიძე 60'), კუხიანიძე.
სათადარიგოთა სკამი:
ბ.ქურდაძე, ბურჯანაძე, კიკაბიძე, ვოსკანოვი.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
არბიტრი: გიირგი ყრუაშვილი
გაფრთხილება: ნაჭყებია(36'), ზარიძე(55'), ტყემალაძე(57'), ქისიევი(77'), ბარაბაძე(83'), კუჭუხიძე(84')
скачать dle 11.3