სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

მარცხი დანიელებთან

21-02-2020, 10:30
მარცხი დანიელებთან
წყალტუბოს ,,სამგურალმა" თურქულ შეკრებაზე დღეს ბოლო ამხანაგური მატჩი დანიურ ,,იამერბუგთან" გამართა. შეხვედრა დანიელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გუნდი გუშინდელი მატჩისგან განსხახევული შემადგენლობით ათამაშა და თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც მისცა.
თამაში ძალიან უხეში გამოდგა, ფიზიკურად ძლიერი დანიელები ხშირად წესების დარღვევით, უხეშობით ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. მატჩი თანაბარ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა, თუმცა არბიტრის შეცდომის წყალობით, რომელმაც ჩვენს კარში პენალტი დანიშნა, დანიელები 22–ე წუთზე დაწინაურდნენ,
სკანდინავიელებმა მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, ამჯერად ლამაზი კომბინაციით და დამსახურებულად.
მომენტები წყალტუბოელებსაც ჰქონდათ, გოლის გატანა შეეძლოთ ხელიძეს, ჩიხლაძეს, ამბროლაძეს, ლაღაძეს... თუმცა, ,,სამგურალმა" თამაშის შემობრუნება ვერ შეძლო და საბოლოოდ 0:2 დამარცხდა.
ამით ჩვენმა გუნდმა თურქული შეკრება დაასრულა და ხვალ სამშობლოში გამოემგზავრება.

იამერბუგტი–სამგურალი 2:0
სამგურალი: მეშველიანი, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ბურჯანაძე, გაზდელიანი, ფონიავა, ჩიხლაძე, ტუღუში, ამბროლაძე, ლაღაძე, ხელიძე
შეცვლაზე შემოვიდნენ: იოსელიანი, ვოსკანოვი, ბანძელაძეскачать dle 11.3