სამგურალმა კოლხეთი უშანსოდ დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა კოლხეთი უშანსოდ დაამარცხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ფოთის ,,კოლხეთი“ მისსავე მოედანზე 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 2–ში დაბრუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საპასუხო შეხვედრა წყალტუბოში 10 დეკემბერს გაიმართება და თუ სასწაული არ მოხდა, წყალტუბოელები რანგით მაღალი ლიგის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებენ.
    უჩა სოსიაშვილის გაწვრთილმა გუნდმა ფოთში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. წვიმიანი ამინდისა და მძიმე გრუნტის მიუხედავად სტუმრებმა კომბინაციური ფეხბურთი ითამაშეს და მეტოქე ლამაზ სტილში დაამარცხეს. წყალტუბოელებმა საწყისი წუთებიდანვე მოიპპოვეს სათამაშო უპირატესობა და სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. მე–6 წუთზე თენგიზ ბრეგვაძის დარტყმის შემდეგ მეკარე ლაშა ძაგანიამ ბურთი იქვე მოიგერია, დამატებაზე ყველას ლევან კაკულიამ აჯობა და სტუმრები დააწინაურა–0:1.
    წყალტუბოელების უპირატესობა გაგრძელდა, საგოლე მომენტები ჰქონდათ ბრეგვაძეს, გიგა ამბროლაძეს და ილია ახვლედიანს. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით დაასრულეს. 37–ე წუთზე ლაშა კუჭუხიძის შესანიშნავი თამაშისა და გადაცემის შემდეგ ილია ახვლედიანმა ულამაზესი გოლით წყალტუბოელების უპირატესობა გაზარდა – 0:2
    მატჩის სცენარი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა. ფოთელები ცოტათი გააქტიურდნენ და სამი სახიფათო დარტყმაც განახორციელეს, მათგან განსაკუთრებით აკაკი ნინუა გამოირჩეოდა, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი კახაბერ მეშველიანმა მოიგერია.
    გაცილებით მეტი მომენტი შეიქმნა მასპინძლების კართან. 77–ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ მცველს ორთაბრძოლაში აჯობა, ბურთი აართვა და მომენტი გოლით თავადვე დააგვირგვინა.
    კარგად ჩაერთვნენ თამაშში შეცვლაზე შესული ფეხბურთელებიც სერგო კუხიანიძემ ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.
    ,,სამგურალი“ პლეი ოფის მეორე შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე ხვდება და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე კიდევ უფრო მეტი მოტივაციით ითამაშებს, რომ დამქანცველ და საკმაოდ რთული სეზონი წარმატებით დაასრულოს.

    კოლხეთი (ფ)-სამგურალი 0:3
    04.12. ფოთი. ფაზისი
    0:1 კაკულია (6), 0:2 ახვლედიანი (37. კუჭუხიძის პასით), 0:3 კუჭუხიძე (77)
    კოლხეთი: ძაგანია, ძაძამია, ბერაია, კირკიტაძე, ნინუა, გოროზია, შალიკაშვილი (46. დარციმელია), ლეჟავა (84. წაბრია), მახარაძე, კუპრავა (46. ბოკუჩავა), გიორბელიძე
    სათადარიგოები: ნანავა, ქუნთელია
    მთავარი მწვრთნელი: ლადო ჭყონია
    სამგურალი: მეშველიანი, გაგნიძე, ახვლედიანი, აფხაზავა, ბურჯანაძე, კიკაბიძე, ბრეგვაძე (81. კუხიანიძე), ტურე, კაკულია, ამბროლაძე (72. გაზდელიანი), კუჭუხიძე (87. კაკუშაძე)
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, წაქაძე, ლიპარტელიანი, ტუღუში
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    გაფრთხილებები: ამბროლაძე (2), ლეჟავა (29), გოროზია (85), ძაძამია (90+3)

    скачать dle 11.3