სამგურალმა პლეი ოფი გაინაღდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა პლეი ოფი გაინაღდა
  • სამგურალმა იმერულ დერბში პლეი ოფი გაინაღდა
    მეშახტე – სამგურალი 1:2


    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ სტუმრად ტყიბულის ,,მეშახტე“ 2:1 დაამარცხა და ლიგა 3–ის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ახლა წყალტუბოელები დუშეთის ,,არაგვთან“ არსებული უპირატესობის შენარჩუნებას და ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულებას შეეცდებიან.
    უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, 3–ე წუთზე სახიფათოდ უტევდა სერგო კუხიანიძე მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მასპინძლებმა მიხეილ ქველიძის სახიფათო საჯარიმო დარტყმით უპასუხეს. მომდევნო ეპიზოდისას კი თამაშში კახაბერ მეშველიანი ჩაერთო, რომელმაც მასპინძლების საკმაოდ უხერხული დარტყმა მოიგერია. მე–9 წუთზე ბექა კაკუშაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, ტყიბულელებმა თავიანთ ნახევარზე ბურთი დაკარგეს და კაკუშაძემ ცარიელ კარში, თუმცა საკმაოდ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. მე–13 წუთზე კუხიანიძის თავური დარტყმა მეკარემ მოგერია. ცოტა ხანში, კუხიანიძისა და თენგიზ ბრეგვაძის სახიფათო იერიშისას მასპინძლები კიდევ ერთხელ გადაურჩნენ გოლს. 22–ე წუთზე ჯუმბერ ხმელიძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ უზუსტოდ. 32–ე წუთზე ნიკა აფხაზავას თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ტყიბულელთა მეკარემ და ხარიხამ ,,ერთობლივად მოიგერიეს“. გოლი მწიფდებოდა და 38–ე წუთზე წყალტუბოელები დაწინაურდნენ კიდეც. ბექა კაკუშაძის ჩაწოდების შემდეგ ლაშა კუჭუხიძემ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში – 0:1
    მატჩის მეორე ნახევარში კუჭუხიძის პასით მეკარეთან პირისპირ დარჩენილმა სერგო კუხიანიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში ორამდე გაზარდა –0:2
    79–ე წუთზე ლაშა ჩავჩიძემ საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა და ,,მეშახტე“ თამაშში დააბრუნა. მატჩის დარჩენილი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ,,სამგურალმა“ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და პლეი ოფი ოფიციალურად გაინაღდა.
    11.11.2019 ტყიბული – ვლადიმერ ბოჭორიშვილი
    0:1 ლაშა კუჭუხიძე (38), 0:2 სერგო კუხიანიძე (60), 1:2 ლაშა ჩავჩიძე (79)
    მეშახტე: ჯოხაძე, დარსაველიძე, ხმელიძე, გალახვარიძე (69.ხორხელი), ქველიძე, გელაშვილი, ჩუბინიძე (55.ზამბო ზამბო), ნაცვლიშვილი, კუაკუ (51.ჩავჩიძე), თენაძე, გაბუნია C
    სათადარიგო შემადგენლობა: გეგუჩაძე, ასანიძე, ბრეგაძე
    მთავარი მწვრთნელი: ლევან ჯოხაძე

    მეშველიანი C, ტურე, კუხიანიძე (76.კიკაბიძე), ახვლედიანი, კაკუშაძე (62.გაზდელიანი), კუჭუხიძე (90+2 წაქაძე), კაკულია, ამბროლაძე, ბრეგვაძე, აფხაზავა, ბურჯანაძე
    სათადარიგო შემადგენლობა: ნუცუბიძე, ლიპარტელიანი, გაბაძე, ტუღუში
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

    არბიტრი: კოტე გიორგაძეскачать dle 11.3