სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

მნიშვნელოვანი გამარჯვება კოლხეთთან

11-09-2019, 08:53
მნიშვნელოვანი გამარჯვება კოლხეთთან

წყალტუბოს ,,სამგურალმა" ლიგა 3-ის 22-ე ტური ხობის ,,კოლხეთს" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 გაიმარჯვა.
წყალტუბოელებმა პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, თენგიზ ბრეგვაძე სამჯერ იყო ახლოს მიზანთან, მაგრამ კარგად ითამაშა სტუმართა მეკარე ზაზა გელაშვილმა. სახიფათოდ ურტყამდნენ ნიკა აფხაზავა და თედო კიკაბიძე, თუმცა ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შეხვედრის განახლებისთანავე ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ნერგაძემ ცვლილებას მიმართა, ლევან ლიპარტელიანის ნაცვლად მოედანზე სერგო კუხიანიძე გამოვიდა, ცენტრში კი ბექა კაკუშაძემ შეიწია, სწორედ ის უნდა ყოფილიყო მასპინძლების შეტევის მთავარი ,,დირიჟორი".
48-ე კაკუშაძემ საკუთარ თავზე აიღო თამაში და შორეული ზუსტი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა.
წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, კარგი მომენტები ჰქონდათ კუხიანიძეს და აფხაზავას, პირველს მეკარემ აუღო, აფხაზავას თავური დარტყმა კი მცირე მანძილით ასცდა მიზანს. სტუმრებიც გააქტიურდნენ, ხობელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ და კონტრშეტევებზეც სახიფათოდ გადადიოდნენ. თუმცა, ,,სამგურალმა" შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
წყალტუბოელებს პარალელურ შეხვედრაში კარგი საჩუქარი გაუკეთა ,,გორმა". გორელებმა ,,სამგურალის" მთავარი კონკურენტი ,,ბახმარო" 2:1 დაამარცხეს. რის შემდეგაც ,,სამგურალსა" და ,,ბახმაროს" შორის სხვაობა კვლავ 4 ქულამდე შემცირდა.

სამგურალი-კოლხეთი ხობი 1:0
02.09. წყალტუბო - 26 მაისი
1:0 კაკუშაძე (48)

სამგურალი: მეშველიანი, კიკაბიძე, გაგნიძე, აფხაზავა, ახვლედიანი, ბრეგვაძე (88.გაბაძე), გაზდელიანი, ლიპარტელიანი (46.კუხიანიძე), კაკუშაძე,(76.გოგიჩაიშვილი), ამბროლაძე, კუჭუხიძე
სათადარიგოები: ნუცუბიძე, კაკულია, ბურჯანაძე, წაქაძე
მთ.მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: გიორგი ნერგაძე, მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

კოლხეთი: გელაშვილი (74.კანკია), ლოლუა, გოგენია, რუხაია, გ.გოგენია (59.შონია), ჭანკვეტაძე, მეფიშვილი, ფიფია, ტორაძე, ჭედია, აბულაძე (73.მირზოევი)
სათადარიგო: მაისურაძე
მთ.მწვრთნელი: პაატა ბუკია

გაფრთხილება: ჭანკვეტაძე (56), კუხიანიძე (61), ჭედია (90)

არბიტრი: გიორგი ავაზაშვილიскачать dle 11.3