სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

ტყიბულიდან სამი ქულით

13-06-2019, 11:55
ტყიბულიდან სამი ქულით
იმერული დერბი ძალზედ დაძაბული გამოდგა. შეხვედრა საგოლე მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო წამებამდე უღეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა.
მასპინძლები დიდი მონდომებით თამაშობდნენ და რამდენიმე სახეიათო იერიშიც განახორციელეს, მაგრამ პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი არც ერთ კართან არ შექმნილა. მატჩის მეორე ნახევარში ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა, ლევან ლიპარტელიანის ნაცვლად მოედანზე მეორე ნომინალური ფორვარდი მამუკა ღონღაძე შეიყვანა, შემდეგ თამაშში თემურ ნადირაძე ჩართო, ორივე მათგანმა წყალტუბოელების თამაშში სიმწვავე შეიტანა, ნადირაძემ კი 84–ე წუთზე საგოლე გადაცემაც მიითვალა. მისი პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა სერგო კუხიანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და 7 გოლით ლიგა 3–ის ბომბარრდირთა დავაშიც დაწინაურდა.
15 ტურის შემდეგ ,,სამგურალს" 22 ქულა აქვს და მე–4 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურის შეხვედრას მიხეილ მახვილაძის გუნდი 17 ივნისს წყალტუბოში ჩოხატაურის ,,ბახმაროს" წინააღმდეგ გამართავს.

მეშახტე–სამგურალი 0:1
13.06.2016 ტყიბული – ვლადიმერ ბოჭორიშვილი
გოლი: 0:1 კუხიანიძე (84)

სამგურალი: მეშველიანი, ენდელაძე, კიკაბიძე, ბურჯანაძე, წაქაძე, ხვადაგიანი (82.ჩავჩიძე), ჯანელიძე, ლიპარტელიანი (54.ღონღაძე), კუხალაშვილი, გაბაძე (66.ნადირაძე), კუხიანიძე
სათადარიგოები: ნუცუბიძე, დაგარგულია, ფანცხავა, ბანძელაძე
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე
მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

მეშახტე: ჯოხაძე, ფიფია, გელაშვილი (70.ჩუბინიძე), ბრეგაძე (75.კვიცინაძე), ხარაბაძე, გალახვარიძე, მეტრეველი (59.ზამბო ზამბო), ნაცვლიშვილი, ჯუფი, უღრელიძე, გაბუნია
სათადარიგოები: გეგუჩაძე, ობოლაძე, ქველიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ჯოხაძე

გაფრთხილება: კუხიანიძე (86)
არბიტრი: ბ.ნინუაскачать dle 11.3