სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

სპარინგი ჩემპიონატის დაწყებამდე

26-02-2019, 18:57
სპარინგი ჩემპიონატის დაწყებამდე
დღეს, წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ამხანაგურ შეხვედრაში ხონის ,,იმერეთს“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მიხეილ მახვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვე უპირატესობა, მაგრამ არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხა. მატჩის მეორე ნახევარში წყალტუბოელებმა მეტოქეზე კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა, სტუმრები ოთხჯერ სასწაულებრივ გადაურჩნენ გაშვებულ გოლს, მაგრამ ასე დიდხანს აღარ გაგრძელებულა... 64–ე წუთზე ლევან ლიპარტელიანის ულამაზესი დარტყმის შემდეგ ,,სამგურალი“ დაწინაურდა–1:0. მასპინძლების შეტევები ამის შემდეგაც გაგრძელდა და შეცვლაზე შესულმა ზვიად კუხალაშვილმა ასევე ეფექტური დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში–2:0. საბოლოო წერტილი მატჩს, ნიკოლოზ გაბაძემ დაუსვა, რომელმაც 90–ე წუთზე მამუკა ღონღაძის გადაცემა დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა–3:0 ,,იმერეთთან“ მოგებით ,,სამგურალმა“ ამხანაგური შეხვედრები დაასრულა. 4 მარტს მიხეილ მახვილაძის გუნდი ლიგა 3–ის პირველ ტურში გორის ,,გორს“ უმასპინძლებს. მოსამზადებელი ეტაპის დროს წყალტუბოელებმა სულ 7 ამხანაგური შეხვედრა გამართეს. საიდანაც 5 მოიგეს და 2 შეხვედრაში დამარცხდნენ. სამგურალი – ტორპედო 2 5:2 სამგურალი–ზუგდიდი 2:0 სამგურალი–სამტრედია 1:2 სამგურალი–იმერეთი 7:2 სამგურალი–გურია 1:2 კოლხეთი ფოთი–სამგურალი 0:1 სამგურალი–იმერეთი 3:0скачать dle 11.3