სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

წყალტუბოს ,,სამგურალმა" ,,ტორპედო" 2 დაამარცხა

12-02-2019, 19:37
წყალტუბოს ,,სამგურალმა
სამგურალი–ტორპედო2 5:2
ამხანაგური მატჩი
6.02.2019. წყალტუბო. ,,26 მაისი"

,,სამგურალიდან" გოლები გაიტანეს: 1:1 მამუკა ღონღაძე, 2:1 მამუკა ღონღაძე, 3:2 სერგი კუხიანიძე, 4:2 სერგი კუხიანიძე, 5:2 ზურაბ ენდელაძე

ჩემპიონატის მზადების პროცესში მყოფმა წყალტუბოს ,,სამგურალმა" დღეს მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერადაც გაიმარჯვა. მიხეილ მახვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ,,ტორპედო"2–ს დიდი ანგარიშით 5:2 სძლია.
პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, ქუთაისელებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ მამუკა ღონღაძის დუბლით მალე წინ ,,სამგურალი" გავიდა. სტუმრებმა ტაიმის მიწურულს შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მახვილაძემ მატჩის მეორე ნახევრში სხვა შემადგენლობა ათამაშა.
წყალტუბოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშზეც აისახა. 19 წლის ფორვარდმა სერგი კუხიანიძემ დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი შეტევაში ჩართულმა ზურაბ ენდელაძემ დააფიქსირა–5:2
,,სამგურალი" მომდევნო საკონტროლო შეხვედრას 9 თებერვალს ,,სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მარტვილში სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე 14.00 საათზე დაიწყებაскачать dle 11.3