სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

,,სამგურალის“ კარს კახაბერ მეშველიანი დაიცავს

2-02-2019, 20:33
,,სამგურალის“ კარს კახაბერ მეშველიანი დაიცავს
წყალტუბოს ,,სამგურალმა“ 26 წლის მეკარე კახაბერ მეშველიანი დაიმატა. გუნდის ახალწვეული დღეს ,,სამგურალის“ დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მახვილაძემ წარადგინეს.

კახაბერ მეშველიანს ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

ფეხბურთის თამაში ქუთაისში, საფეხბურთო სკოლა ,,კოლხიდაში“ დაიწყო. 2009–2014 წლებში თამაშობდა ,,ზესტაფონში“, მიწვეული გახლდათ საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში.
,,ზესტაფონიდან“ წასვლის შემდეგ იცავდა ,,სამტრედიისა“ (2014–2016 წწ) და ქუთაისის ,,ტორპედოს“ ღირსებას.
2018 წლის სეზონში მეშველიანი მარტვილის ,,მერანის“ ძირითადი მეკარე იყო. ,,სამგურალს“ ის სწორედ ,,მერანიდან“ შეუერთდა.
კახაბერ მეშველიანმა წყალტუბოურ კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მეშველიანს ,,სამგურალის“ რიგებში დებიუტი დღეს ,,ზუგდიდის“ წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. ახალგაზრდა კიპერმა ზუგდიდელების წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და კარი მშრალად შეინახა.
შეხვედრა ,,სამგურალის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდაскачать dle 11.3