სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

,,სამგურალი" ,,ნორჩი დინამოსთან" დამარცხდა

2-11-2018, 16:17
,,სამგურალი
ნორჩი დინამო – სამგურალი 2:0
30.10.2018. თბილისი ,,შატილი"
1:0 გეწაძე (7), 2:0 თევზაძე (10)
გამოუყენებელი პენალტი: ფიფია (55)

ეროვნული ლიგა 2–ის 30–ე ტურში ,,სამგურალი" სტუმრად 0:2 დამარცხდა ,,ნორჩ დინამოსთან". თბილისელებმა საწყის წუთებშივე მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა. მე–7 წუთზე გოგი ფიფიას გადაცემის შემდეგ უძლიერესი დარტყმით რევაზ გეწაძემ გახსნა ანგარიში. მე–10 წუთზე ზურაბ თევზაძემ მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა –2:0. ამის შემდეგ წყალტუბოელები გააქტიურდნენ და ბექა ბანძელაძეს სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულს მასპინძელთა კიპერმა არ გაატანინა. სტუმრების რამდენიმე სახიფათო შეტევა უსედეგოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში ,,ნორჩ დინამოს" უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ,,სამგურალის" კამერუნელმა მეკარემ ანდრე ნონოსმა გოგი ფიფიას პენალტი აუღო. . სტუმრებმა ბევრი მცდელობის მიუხედავად თამაშში გარდატეხის შეტენა ვერ შეძლეს. ვერც ,,ნორჩმა დინამომ" შეძლო კონტრშეტევების გამოყენება და ანგარიში აღარ შეცვლილა –2:0
პარალელურ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ,,ვიტ ჯორჯიასთან" 0:1 დამარცხდა ,,სამგურალის" კონკურენტი მარტვილის ,,მერანი".
,,სამგურალი" მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს უშუალო კონკურენტ ,,ცხინვალთან" გამართავს.скачать dle 11.3