სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

ამხანაგური ფრე ,,გურიასთან"

29-07-2018, 09:24
ამხანაგური ფრე ,,გურიასთან
ლანჩხუთის ,,გურიასთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხაჭიპერაძემ თითქმის ყველა ფეხბურთელი გამოსცადა. სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა გუნდის ახალწვეული გიორგი ჭეიშვილი, რომელიც ,,სამგურალში" ბოლნისის ,,სიონიდან" გადმოვიდა. შეხვედრა წყალტუბოელების უპირატესობით მიმდინარეობდა და მასპინძლებს პირველ ტაიმშივე შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ მამუკა ღონღაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში ,,სამგურალის" რიგებში არაერთი ცვლილება განხორციელდა. ბესიხ ხაჭიპერაძის გუნდმა შეტევები გაამწვავა და ნიკა შალამბერიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა. მასპინძლებს ამის შემდეგაც ჰქონდათ საგოლე შანსები, მაგრამ ვერ გამოიყენეს, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც, ვანო წილოსანმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრე 1:1 დასრულდა.скачать dle 11.3