სამგურალმა შუქურა ბოლო წუთებზე დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა შუქურა ბოლო წუთებზე დაამარცხა
  • ☑️სამგურალი - შუქურა 2:1
    ????????ეროვნული ლიგა 2 IX ტური

    ⚽ 0:1 კონიეჰა (14), 1:1 ჩხეტიანი (85.პენ), 2:1 ლაღაძე (90+4)

    30.04.2018. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“

    სამგურალი: ნონოსი, ენდელაძე (54.ბრეგვაძე), ბიბილაშვილი, კილაძე (30.საღრიშვილი), კაკუშაძე, შალამბერიძე, ხარაბაძე, გოგუაძე (62.ღონღაძე), ლაღაძე, ბანძელაძე, ჩხეტიანი
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ნერგაძე, ხელაძე, ზ.ფანცხავა

    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე; მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    შუქურა: კუპატაძე, დოს რეის რაი, დასე, ფოთელიძე, ბულუხაძე, ჯეფერსონ ალმეიდა, ქათამაძე, გოდვინ კონიეჰა (69.გოგიტიძე), ჩელებაძე, კვასხვაძე (51.ივანიაძე), ლობჯანიძე (78.მალაზონია)
    სათადარიგოები: დობორჯგინიძე, კალანდაძე, ცეცხლაძე, ჭანუყვაძე

    მწვრთნელი: ავთანდილ ნამგალაძე

    გაფრთხილება: ჩელებაძე (45+2), საღრიშვილი (80), ბულუხაძე (85)

    არბიტრი: გ.ყრუაშვილი

    ,,წყალტუბოს ,,სამგურალმა" უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა ქობულეთის ,,შუქურა".
    წყალტუბოელები 85-ე წუთამდე მდევრის როლში იყვნენ. შეხვედრა ქობულეთელებმა უკეთ დაიწყეს და მე-14 წუთზე ნიკო კვასხვაძის გადაცემის შემდეგ გოდვინ კონიეჰამ ნომინალური სტუმრები დააწინაურა. წყალტუბოელებს ანგარიშის გათანაბრების შანსები პირველ ტაიმშივე ჰქონდათ, ორჯერ მიზანთან ახლოს ბაქარ ლაღაძე იყო, პირველად მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მეორე ეპიზოდისას კი ,,შუქურა" ძელმა იხსნა. კარგი მომენტი ჰქონდა ბექა ბიბილაშვილს, მაგრამ მისი თავური დარტყმა მიზანს ასცდა. სტუმრებიც სახიფათოდ უტევდნენ, და რამდენჯერმე მწვავედაც დაარტყეს, მაგრამ ხან მიზანს ვერ ისწორებდნენ, ხანაც წყალტუბოელთა მეკარე ანდრე ნონოსი თამაშობდა დამაჯერებლად. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
    მეორე ტაიმი ,,სამგურალის" უპირატესობით წარიმართა. ,,შუქურას" დაღლა დაეტყო და ამით მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. 85-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ზღვისპირლებმა ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს, გაბრიელ საღრიშვილის დარტყმა მცველს ხელზე მოხვდა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი გაგა ჩხეტიანმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. წყალტუბოელებმა მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე მწვავედ შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს, მე-4 დამატებულ წუთზე საღრიშვილის გადაცემით ბაქარ ლაღაძემ ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. მისი დატყმისას ბურთი მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და კუპატაძის კარში აღმოჩნდა.скачать dle 11.3