ისევ უიღბლობა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ისევ უიღბლობა
  • ისევ უიღბლობა

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ეროვნული ლიგა 2–ის V ტურში ბათუმის ,,დინამოსთან“ მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. წყალტუბოელებს ზღვისპირლებთან დაპირისპირებაში ტრავმების გამო ორი წაამყვანი ფეხბურთელი გოგი გოგიჩაიშვილი და გაბრიელ საღრიშვილი აკლდათ. საწყისი წუთები ,,დინამომ“ უფრო აქტიურად ჩაატარა და მე–17 წუთზე დაწინაურდა კიდეც. გიორგი ქავთარაძის გადაცემის შემდეგ ილურიძემ დასწრებაზე ითამაშა და ნომინალური სტუმრები წინ გაიყვანა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, თუმცა სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. 40–ე წუთზე ,,დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი ჯანელიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ბათუმელები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. წყალტუბოელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ სტუმართა მასირებულ დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ. თამაში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაამწვავეს. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი გაგა ჩხეტიანს ჰქონდა, მაგრამ, როგორც მთლიანად გუნდს, ბოლო ორი თამაშია მასაც საოცრად არ უმართლებს, ლაღაძის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ჩხეტიანი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა კარში, თუმცა ზღვისპირლები გოლისგან ხარიხამ იხსნა. ივანე კილაძის შორეული დარტყმა კი მეკარე ალავიძემ მოიგერია. მანვე მოგვიანებით ზაურ გოგუაძის სახიფათო დარტყმაც უკუაგდო. საბოლოოდ, ბათუმლებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს.
    მე–6 ტურის შეხვედრას ,,სამგურალი“ 13 აპრილს მარტვილში ადგილობრივი ,,მერანის“ წინააღმდეგ გამართავს.

    სამგურალი (წყალტუბო) – დინამო (ბათუმი) 0:1
    ეროვნული ლიგა 2 V ტური
    04.04.მარტვილი. სტადიონი–,,მურთაზ ხურცილავა“
    გოლი: გიორგი ილურიძე (17)
    სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე (76.ზ.ფანცხავა), ბიბილაშვილი, კილაძე, ენდელაძე, შალამბერიძე (65.ლაღაძე), ხარაბაძე, ბანძელაძე, გოგუაძე, ბრეგვაძე (65.ჩხეტიანი), ღონღაძე
    სათადარიგოები: ბ.ფანცხავა, გოგიჩაიშვილი, ჯანელიძე, ჩავჩიძე
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე; მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
    დინამო: ალავიძე, ქავთარაძე, გოგიტიძე, გაგოშიძე, ჩალაძე, ვარშანიძე, ჯანელიძე, შარიქაძე, ფლამარიონი(43.განუგრავა) , ილურიძე (59.თევდორაძე), აბუსელიძე (87.დეკანოსიძე)
    სათადარიგოები: შოვნაძე, ადამაძე, ფარტენაძე, კვარაცხელია
    მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე; მწვრთნელი: დავით დანელიძე
    გაფრთხილება: შალამერიძე (5), ბიბილაშვილი (29), ჯანელიძე (33), გაგოშიძე (37), თევდორაძე (75), გოგუაძე (81), ფანცხავა (89)
    გაძევება: ჯანელიძე 40
    არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი (ყვარელიскачать dle 11.3